მოგზაურობამსოფლიო

ევროკავშირმა არაწევრი ქვეყნებიდან ვიზიტორებისთვის შეზღუდვები გაამკაცრა

ევროკავშირმა არაწევრი ქვეყნებიდან ვიზიტორებისთვის შეზღუდვები გაამკაცრა. ევროკავშირის საბჭოს ელჩებმა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, მოგზაურობასთან დაკავშირებული ახალი ზომები შეათანხმეს.

რეკომენდაციის თანახმად, ვიზიტორი უნდა ჩამოვიდეს ქვეყნიდან, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 ადამიანზე კორონავირუსის 25-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

სამგზავრო შეზღუდვები სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს იმ ქვეყნებისთვის, სადაც კორონავირუსის უფრო გადამდები ვარიანტების მაღალი სიხშირე გამოვლინდება.

შეთანხმება გაიდლაინს წარმოადგენს წევრი ქვეყნებისათვის, რომლებსაც საკუთარი საბოლოო გადაწყვეტილება შეუძლიათ მიიღონ სასაზღვრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად, გერმანიამ, უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესა, ხოლო ბელგიამ არასავალდებულო მოგზაურობა მარტამდე აკრძალა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close