fbpx
მედიცინა

სპრეი GENOXYN: თურქმა მეცნიერებმა კორონავირუსის ერთ წუთში მკვლელი პრეპარატი შექმნეს

თურქმა მეცნიერებმა შექმნეს ნაზალური სპრეი, რომელიც, მათი მტკიცებით, ერთ წუთში ანადგურებს კორონავირუსს, წერს გაზეთი Daily Sabah-ი.

​სპრეი Genoxyn-ი ულუდაგის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის კათედრის მეცნიერებმა – პროფესორმა შეჰიმე გულსუნ თემელმა, დოქტორებმა – აჰმეთ იუმით სანაბჯიმ და გიუნეით ოზაკინმა შეიმუშავეს.

სანაბჯის თქმით, კვლევები ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო.

„მანამდე ჩვენ დავადგინეთ, რომ პრეპარატს ანტიბაქტერიული თვისება ახასიათებს, ხოლო პანდემიის დაწყების შემდეგ დავფიქრდით, შეგვეძლო თუ არა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას წავდგომოდით. ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ სპრეი ვირუსს კლავს პირისა და ცხვირის ქსოვილებზე, რაც მის გავრცელებასა და გამრავლებას უშლის ხელს“, – განმარტა დოქტორმა.

პროფესორ გულსუნ თემელის თქმით, სპრეი ვირუსს ერთ წუთში ანადგურებს და, ამასთან, არ აზიანებს ლორწოვან გარსებზე ეპითელურ უჯრედებს.

„უფრო მეტიც, ჩვენ დავადგინეთ, რომ ის სამკურნალო მოქმედებას ახდენს ამ უჯრედებზე. შესაბამისად, მისი გამოყენება უსაფრთხოა“, — თქვა მეცნიერმა.
თურქი მიკრობიოლოგების განმარტებით, მას შემდეგ, რაც პრეპარატი ნანოტექნოლოგიების მეშვეობით დახვეწეს და სრულყოფილი გახადეს, მისი ეფექტიანობაც უფრო სტაბილური გახდა და მან გარკვეულ მოლეკულებზე ხანგრძლივი ზემოქმედება გამოავლინა.
მეცნიერები ირწმუნებიან, რომ სპრეი Genoxyn-ი მაღალეფექტიანია არა მხოლოდ СОVID-19-ის, არამედ სხვადასხვა ბაქტერიისა და სოკოს წინააღმდეგაც.
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close