fbpx
ქართველები უცხოეთშიიტალია

საქართველოს საელჩო იტალიაში ნეაპოლში მცხოვრები თანამემამულეებისთვის განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო იტალიაში  ნეაპოლში მცხოვრები თანამემამულეებისთვის თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განცხადებას აქვეყნებს. 

„იტალიაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვინც დიდი მანძილის გამო ვერ ახერხებს რომში ჩამოსვლას, ხშირად უწევს ორგანიზებას გასვლით საკონსულო მომსახურებას.

2021 წლის 31 იანვარს საკონსულო გეგმავს ეწვიოს ქალაქ ნეაპოლს, სადაც საკონსულოს წარმომადგენლები, ყველა მსურველისგან ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის და/ან საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს, ასევე მოქალაქეებს ადგილზე გაუწევენ კონსულტაციას სხვადასხვა საკონსულო და სამართლებრივ საკითხებზე.

მოქალაქეთა საკონსულო მიღება იწარმოებს:

კვირას, 31 იანვარს, 10:00-16:00

მისამართი: Corso Meridionale, 14 – 80143 Napoli. ( GRAND HOTEL EUROPA)

ამ თემაზე დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ტელეფონი: +39 3501483114

ელ-ფოსტა: [email protected]“.

საელჩოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში საკონსულო იტალიის სხვა ქალაქებსაც ესტუმრება და იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ადგილზე გავუწევს საკონსულო მომსახურებას.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close