fbpx
საზოგადოებასაქართველო

საქართველო „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შემოიტანს

საქართველო მხოლოდ სამ ვაქცინას შემოიტანს, რომელთაც შესაბამისი ავტორიზაცია აქვთ და რომელთა მწარმოებლები არიან ამერიკული და ბრიტანული კომპანიები: „ფაიზერი”, „ასტრაზენეკა“ და „მოდერნა“.

პირველ ეტაპზე ქვეყანაში შემოვა „ფაიზერის“, შემდეგ კი უკვე „ასტრაზენეკას“ ვაქცინა – აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. „ფაიზერის“ ვაქცინას სპეციალური მაცივარი სჭირდება, რომელიც -80 გრადუსზე იმუშავებს, „მოდერნას“ -20 ესაჭიროება, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა კი -2-8 გრადუსზე ინახება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყანას სამივე ტიპის ვაქცინის შემოტანა შეუძლია, თუმცა „ფაიზერისთვის“ საჭირო მაცივრები მხოლოდ სამ დიდ ქალაქშია. შესაბამისად, „ფაიზერის“ ვაქცინა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოთავსდება. მას შემდეგ, რაც ქვეყანა მიიღებს მინუს 2-8 გრადუსზე შესანახ ვაქცინას, ქსელი გაფართოვდება და მიუახლოვდება რუტინული იმუნიზაციის ქსელს, რაც არის აწყობილი როგორც რეგიონულ, ისე რაიონულ დონეზე – აცხადებს სამინისტრო.

მთავრობის განცხადებით, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია ვაქცინის 1.4 მლნ დოზის მისაღებად, რაც 700 ათასი ადამიანისთვის სამყოფ დოზას ნიშნავს. ვაქცინის ამ ოდენობას ქვეყანა თანდათანობით მიიღებს. საქართველოს ჯანდაცვის წამყვანი უწყება მუშაობს იმაზე, რომ საქართველომ ვაქცინა მიიღოს არა მხოლოდ „კოვაქსის“ ალიანსის პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც. ერთ-ერთ გზად ევროკავშირის მიერ თავისთვის ნაყიდი დოზების სხვებისთვის გაზიარებაც განიხილება.

საქართველოში უკვე დამტკიცდა ვაქცინაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უნდა აიცრას. ეროვნული გეგმა 21 იანვარს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% უნდა აიცრას. გეგმა 2022 წლის დადგომამდე კორონავირუსის ვაქცინით ქვეყანაში 1.7 მილიონი ადამიანის აცრას ითვალისწინებს.

წყარო: amerikiskhma.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close