ისტორიაპოლიტიკასაბერძნეთი

პუტინი ათენში სამხედრო აღლუმს დაესწრება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქვეყანა აქტიურად ემზადება საბერძნეთის რევოლუციის 200 წლისთავის აღსანიშნავად, რომელიც 1821 წლის 25 მარტს დაიწყო ოსმალეთის იმპერიის ბატონობისგან თავდასაღწევად. 

გადაწყვეტილია, რომ 25 მარტს ათენში დიდი სამხედრო აღლუმი გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე პრინცი ჩარლზი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

სტუმრების ასეთი შემადგენლობა შემთხვევითი არაა.

საბერძნეთის სამხრეთ სანაპიროებთან 1827 წლის 8 ოქტომბერს გაიმართა საზღვაო ბრძოლა, სადაც რუსეთ-ინგლის-საფრანგეთის ფლოტმა თურქეთ-ეგვიპტის საზღვაო ძალები გაანადგურა.

ისტორიაში ის ნავარინის ბრძოლის სახელით შევიდა და მან ოსმალეთისგან საბერძნეთის დამოუკიდებლობის საკითხი საბოლოოდ გადაწყვიტა.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close