საზოგადოებაარტისტი

ანიტა რაჭველიშვილს კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა

ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ კორონავირუსით უკვე მეორედ დაინფიცირდა.

„Covid19-ზე ნეგატიური ტესტი მქონდა როცა საქართველო დავტოვე 15 იანვარს. 14,16,18 იანვარს გავიტესტე და ყოველ ჯერზე პასუხი ნეგატიური იყო. შაბათს 23 იანვარს თავი ცუდად ვიგრძენი, ყნოსვა და გემო დავკარგე. მაშინვე იზოლაციაში გადავედი. ორშაბათს, 25 იანვარს კი ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა! ამ ჯოჯოხეთის დაწყებიდან უკვე მეორედ!

პირველად ივლისში დავინფიცირდი და მსუბუქად გადავიტანე. გადამდები არ ვიყავი, რადგან ოთოს არასოდეს ქონია კორონა. იმედი მაქვს, ამჯერადაც არ ვარ გადამდები.

ოთოს ტესტი დღესაც ნეგატიური იყო.

ძალიან ვწუხვარ ჩემი კოლეგების გამო, რომლებსაც ახლა შემოწმებების და კარანტინის გავლა უწევთ. ძალიან ვწუხვარ, ხალხო!

მართლაც იმედი მაქვს რომ 10 დღეში ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება და შევძლებ ჩემი კარმენის შესრულებას ვენის სახელმწიფო ოპერაში ტელევიზიისა და ონლაინ ტრანსლაციისთვის. ყველას ჯანმრთელობას დ უსაფრთხოებას გისურვებთ“, – წერს ანიტა რაჭველიშვილი.

I had Negative Tests of Covid 19 since we left Georgia on January 15th.
We’ve tested on 14th,16th and 18th of January…

Posted by Anita Rachvelishvili-Maisuradze on ორშაბათი, 25 იანვარი, 2021

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close