მსოფლიოპოლიტიკა

მელანია ტრამპის გამოსამშვიდობებელი მესიჯი ამერიკელებს – რა ტრადიციულ რიტუალს დაარღვევს ტრამპების წყვილი თეთრი სახლის დატოვებისას (ვიდეო)

თეთრი სახლის ოფიციალურად დატოვებამდე აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოსამშვიდობებელი ვიდეო გაავრცელა. მან ამერიკელებს მოუწოდა სიყვარული არჩიონ სიძულვილს, მშვიდობა კი – ძალადობას. 

„მგზნებარედ გააკეთეთ ყველაფერი, რასაც აირჩევთ, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ძალადობა პასუხი არასდროს არის და არასოდეს იქნება გამართლებული. ჩემო თანამემამულე ამერიკელებო, ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, ვყოფილიყავი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი… ნუ დაკარგავთ პატიოსნებას და ღირებულებებს… ყველა სიტუაციაში ყველა ამერიკელს სთხოვეთ, გახდეს „იყავი საუკეთესოს“ ელჩი („იყავი საუკეთესო“ მელანია ტრამპის მიერ წამოწყებული ინიციატივაა, რომელიც ბავშვების ფსიქიკური, ფიზიკური და ონლაინ ძალადობისაგან დაცვას ისახავდა მიზნად. რედ.) ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რაც გვაერთიანებს და არა იმაზე, რაც გვყოფს. ყოველთვის აირჩიოს სიყვარული და არა – სიძულვილი, მშვიდობა და არა – ძალადობა, სხვები კი საკუთარ თავზე წინ დააყენოს“, – ამბობს იგი ვიდეოში.

მელანია ტრამპმა მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს, სამართლდამცველებს, ექიმებს, ექთნებს და სხვა პროფესიების წარმომადგენლებს.

მედიის ინფორმაციით, 20 იანვრის დილას დონალდ და მელანია ტრამპები თეთრ სახლს პრეზიდენტისა და პირველი ლედის სტატუსით დატოვებენ, მაგრამ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტისა და მომავალი პირველი ლედის, ჯო და ჯილ ბაიდენების მიწვევას არ აპირებენ. ეს ერთ-ერთია ძალაუფლების გადაცემის იმ რიტუალთაგან, რომელსაც ტრამპები დაარღვევენ. CNN-ის ინფორმაციით, პრეზიდენტისა და პირველი ლედის ნაცვლად ჯო და ჯილ ბაიდენებს პრეზიდენტის რეზიდენციაში თეთრი სახლის ხელმძღვანელი დახვდებათ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close