fbpx
მსოფლიოკრიმინალი

საფრანგეთში 5G-ის ანძის დაწვის შედეგად 1,5 მილიონი ადამიანი ტელევიზიის და ინტერნეტის გარეშე დარჩა

საფრანგეთში 5G-ის ანძის დაწვის შედეგად, ქალაქ ლიმოჟთან 1,5 ადამიანი რამდენიმე დღეა კავშირგაბმულობის სერვისის გარეშეა დარჩენილი. კერძოდ, ისინი ვერ სარგებლობენ რადიო-ტელე- და ინტერნეტსერვისით. ამის შესახებ Le Figaro წერს.

230 მეტრის სიმაღლის ანძა 11 იანვარს დაწვეს. ცეცხლს რამდენიმე სახანძრო ბრიგადა აქრობდა. მანამდე ერთ-ერთ გამოცემაში გამოქვეყნდა 5G-ის მოწინააღმდეგეთა კომიტეტის წერილი, რომ ახალი ანძის დადგმის გამო ისინი საფრთხეს ხედავენ.

ლიმოჟის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ანძა 5G-ის სერვისისთვის არ გამოიყენებოდა. საქმეზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებისა და ზარალის მიყენების მუხლით დაიწყო.

სპეციალისტების განცხადებით, მომხმარებლისთვის კავშირგაბმულობის სერვისის მიწოდება ხელმისაწვდომი ერთ კვირაში გახდება.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close