სპორტი

ოთხი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო – საფრანგეთის გრან პრიზე 10 ქართველი მოჭიდავიდან 9-მ მედალი მოიპოვა

საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში მიმდინარე ანრი დელანის სახელობის გრან პრიზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა.

დღეს ტურნირზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სახელით ათი სპორტსმენი გამოვიდა, მათგან ცხრამ – მედალი მოიპოვა: ბექა ლომთაძე (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ოქროს მედლებს დაეუფლნენ, ხოლო დავით ტლაშაძე (74კგ) და გივი მაჭარაშვილი (97კგ) ვერცხლის მედალოსნები გახდნენ.

ბრინჯაოს მედლები კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ), ბექა ბუჭიაშვილი (57 კგ) და ირაკლი მწითური (92 კგ) გახდნენ.

ხვალ, 17 იანვარს კი ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ. საქართველოს პრესტიჟს დაიცავენ ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ბექა მამუკაშვილი (77 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ), გიორგი მელია (97 კგ) და სულხან ბუიძე (130 კგ).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close