fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში COVID19-ზე ხანდაზმულთა ვაქცინაცია დაიწყო

საბერძნეთმა დღეს, 17 იანვარს COVID19-ზე ხანდაზმულთა ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ მედია წერს.

85 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეთა აცრა დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაიწყო. 91 წლის ბატონი ქრისტოსი პირველი ხანდაზმული ადამიანია, რომელსაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაუკეთეს ვერიის საავადმყოფოში.

ამავე დროს, გრძელდება მედიცინის მუშაკთა აცრა, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებიან.

ქვეყანაში 75000-ზე მეტი ჯანდაცვის მუშაკი უკვე აიცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გასული წლის 27 დეკემბრის  შემდეგ, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაცია ერთიანი გეგმით დაიწყო.

11-მილიონიანი საბერძნეთი მარტისთვის ორი მილიონი ადამიანისთვის აცრას აპირებს.

საბერძნეთში ნოემბრიდან საყოველთაო ლოქდაუნი მოქმედებს. ქვეყანა გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქებას ხვალიდან, 18 იანვრიდან გეგმავს, თუმცა ლოქდაუნი გაურკვეველი ვადით გახანგრძლივდა.

ქვეყანაში ამ დროისთვის მთლიანობაში SARS-CoV-2-ით ინფიცირების 148 370 შემთხვევაა აღრიცხული, 5441 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close