კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 18-24 იანვარი
18-იდან 24 იანვრამდე მზარდი მთვარეა. შესანიშნავი დროა ნებისმიერი გეგმის რეალიზებისთვის საკუთარ ბიზნესსა თუ სამსახურში, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მაღალ თანამდებობას იკავებს. არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების და რისკის, გაამართლებს!
იმოქმედეთ ოპერატიულად და მკაფიოდ, შეგიძლიათ გარისკვაც. ნებისმიერ სიძნელესთან გამკლავებას შეძლებთ. ძალიან ნაყოფიერად იმუშავებთ, მაგრამ ოჯახიც არ დაგავიწყდეთ. ყველა საქმე აუცილებლად ბოლომდე მიიყვანეთ, ეცადეთ, გეგმას არ გადაუხვიოთ. შემოსავალს, რომელსაც დიდი ხანია, ელოდებით, სამწუხაროდ, ახლა ვერ მიიღებთ. კიდევ მოცდა მოგიწევთ.
სასიკეთო დღეები: 18, 20
არასასიკეთო დღე: 23
კურო
ოჯახური პრობლემები იოლი გამოცდა არ იქნება თქვენთვის. გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგით – ურთიერთობის გადარჩენა, როგორც ყოველთვის, თქვენს ხელშია. ვარსკვლავები გირჩევენ, ნეგატიური ემოციები დაიოკოთ. ძნელია, მაგრამ თუ თავს ვერ ერევით, „ორთქლის გამოშვება“ უმტკივნეულოდ მოახერხეთ. კვირის ბოლოს იფიქრეთ კარიერაზე. კვირას ღირს, რომ საკუთარ ცხოვრებაში რაიმე სიახლე შემოიტანოთ.
სასიკეთო დღეები: 21, 24
არასასიკეთო: 22
ტყუპი
მოემზადეთ სიძნელეების გადასალახავად. ნუ დაიწყებთ ფაციფუცს, ნაჩქარევი ნაბიჯების გადადგმისგან თავი შეიკავეთ. კვირის შუა პერიოდში აქტიურობა გამოიჩინეთ, ინიციატივები წამოაყენეთ. კვირის ბოლოს ახლობლებს თქვენი დახმარება და თანადგომა დასჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას – დიდია ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. შაბათ-კვირას ბუნებაში დაისვენეთ.
სასიკეთო დღეები: 18, 23
არასასიკეთო დღე: 24
ბევრი რამის „აწევა“ შეგიძლიათ, ნუ გაუშვებთ ხელიდან შანსს, რომ მეტი გააკეთოთ. მიხედეთ კარიერას – ახლა სწორედ კარგი დროა, ახლობლებიც მხარს დაგიჭერენ. კვირა საღამოს მეგობრებს შეხვდით – მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. გამოსასვლელ დღეებში დაგეგმეთ ქალაქიდან გასვლა და საქმეებზე ცოტა ხანს არ იფიქროთ.
სასიკეთო დღეები: 18, 20
არასასიკეთო დღე: 19
მოგინდებათ, რომ საოჯახო საქმეებს თავი დააღწიოთ, მაგრამ ოჯახის წევრები თავიანთ პრეტენზიებს მწვავედ წამოგიყენებენ. ყველა უნარ-ჩვევა მოიშველიეთ, რომ კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. შესაძლოა მცირე ფინანსური პრობლემები წარმოიშვას, მაგრამ მალე მოაგვარებთ. განწყობას კი ყურადღება უნდა მიაქციოთ.
სასიკეთო დღეები: 20, 23
არასასიკეთო დღე: 22
ამ პერიოდში თვითშეფასება დაგიქვეითდებათ, ისეთი განცდა გექნებათ, რომ არაფრისთვის ვარგიხართ. ახალ პროექტებზე იმუშავეთ, რათა საკუთარი თავი შეამოწმოთ. მოახერხებთ და, თავს დააღწევთ სიტუაციას, რომელიც უიმედო ჩანდა, თქვენ გარშემო დატრიალებულ ვნებათაღელვას საჭირო კალაპოტში მოაქცევთ. კვირის დასაწყისში დიდია ალბათობა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში. კვირის ბოლოს სასიამოვნო განცდები გელოდებათ.
სასიკეთო დღეები: 22, 23
არასასიკეთო დღე: 20
ორშაბათს ფულთან დაკავშირებით სიფრთხილე გმართებთ, შუა კვირაში კი შეგიძლიათ შოპინგით დაკავდეთ. სამსახურის საქმეებს მთელი ძალისხმევა სჭირდება, ოჯახის წევრები კი თავისას მოითხოვენ. მეტი დაისვენეთ და სასიამოვნო საქმეები გააკეთეთ. კვირის ბოლოსკენ საინტერესო საქმიანი წინადადება გელოდებათ და მზად უნდა იყოთ.
სასიკეთო დღეები: 18, 20
არასასიკეთო დღე: 23
მორიელი
ბრძოლისთვის მოემზადეთ, ყურადღების კონცენტრაცია მოახდინეთ და მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდენით. კარიერული თვალსაზრისით ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ – ხელიდან არ გაუშვათ მომენტი. უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გარიგება აკრძალულია, სხვა ფინანსური დაბანდებები კი რეკომენდებულია და უნდა გააკეთოთ კიდეც, თუმცა მხოლოდ სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ. გამოსასვლელ დღეებში ნათესავებთან ურთიერთობა დადებითი ენერგიით აგავსებთ.
სასიკეთო დღეები: 20, 23
არასასიკეთო დღე – 18
მშვილდოსანი
თქვენთვის სასიამოვნო პერიოდი დგება. ახლობლები კარგი სიურპრიზებით გაგახარებენ, სამსახურში კი მოსალოდნელია ხელფასის მომატება ან დაწინაურება. ეცადეთ, ჰარმონიული ურთიერთობა დაამყაროთ თანამშრომლებთან, ამაზე იქნება დამოკიდებული თქვენი სულიერი მდგომარეობა.
ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს, გარეგნობას, მიხედეთ ჯანმრთელობას. გამოსასვლელ დღეებში ზედმეტ დანახარჯებს მოერიდეთ. დაელოდეთ ნიშანს, წვრილმანებსაც მიაქციეთ ყურადღება, შესაძლოა, სწორედ მათში იმალება მნიშვნელოვანი „გზავნილი ზემოდან“.
სასიკეთო დღეები: 18, 23
არასასიკეთო დღე: 24
დროა, დაფიქრდეთ, სწორი მიმართულებით მიდის თუ არა თქვენი ცხოვრება. იფიქრეთ სიახლეებზე, მათ შორის, სამსახურის შეცვლაზეც. ყველა სიახლეს ენთუზიაზმით შეხვდით. ცვლილებები ჩვეული კალაპოტიდან ამოგაგდებთ, მაგრამ შემდგომში სარგებელს მოგიტანთ. შუა კვირაში უარი თქვით დატვირთულ გრაფიკზე და ოჯახთან ერთად დაისვენეთ. გამოსასვლელ დღეებში კი მუშაობა მოგიწევთ.
სასიკეთო დღეები: 18, 21
არასასიკეთო დღე: 23
ნუ შეუშინდებით პრობლემებს, აქტიურად ეძიეთ მიზნების მიღწევის გზები როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. გამონახეთ დრო თქვენთან სულიერად ახლოს მყოფ ადამიანებთან საურთიერთოდ. ამ პერიოდში ბევრი სასიამოვნო, მომავალი ბედის განმსაზღვრელი შეხვედრაც კი გელოდებათ. აუცილებლად მოუსმინეთ შინაგან ხმას, თქვენი ინტუიცია არ მოგატყუებთ.
სასიკეთო დღეები: 20, 23
არასასიკეთო დღე: 18
კვირის დასაწყისი კარგი პერიოდია თქვენი დაფარული ნიჭებისა და უნარების გამოსავლენად, მაგრამ ძალიან ნუ გათამამდებით. კარგი შემოსავალი, ფინანსური წარმატება გელოდებათ, განსაკუთრებით კვირის პირველ ნახევარში. შესანიშნავი გარემოებები შეიქმნება თქვენთვის პროფესიულ ასპარეზზე – სერიოზული პერსპექტივები, დაწინაურება გელოდებათ. შესაძლოა ამის გამო გეგმების შეცვლა დაგჭირდეთ. შაბათ-კვირა თქვენთვის სასიამოვნო საქმეებს დაუთმეთ.
სასიკეთო დღეები: 18, 23
არასასიკეთო დღე: 20
თამთა გურული
კომენტარები