კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 4-10 იანვარი
4 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვიტოთ, რომელთათვისაც ადრე საკმარისი დრო არ გქონდათ. ისინი ერთი შეხედვით ჩანს უმნიშვნელო, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ამ პატარა საკითხებმა გაართულოს ცხოვრება. ამ პერიოდში შეიძლება ფინანსური დახმარება დაგჭირდეთ და ბანკს უნდა მიმართოთ. უფრო ხშირად გაიღიმეთ, მოაგვარეთ კონფლიქტები და წარმატებებს მიაღწევთ!
არსებობს შანსი, იმ პრობლემებს დაემშვიდობოთ, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ მოაგვარეთ. თავს ენერგიულად იგრძნობთ და მზად ხართ, მთები გადადგათ, რაც დადებითად აისახება თქვენს საქმიანობაზე. შეეცადეთ არავის არაფერს შეhპირდეთ და არ დადოთ გრძელვადიანი კონტრაქტები.
სასიკეთო დღეები: 6, 7.
არასასიკეთო დღე: 4.
კურო
იყავით მომთმენი: ამ კვირაში ჰორიზონტზე ბევრი გადაუდებელი საქმე გამოჩნდება. სამსახურში შეგიძლიათ რთული ვითარება განმუხტოთ, მაგრამ დასვენების დრო აღარ გექნებათ. ოთხშაბათს დაუყოვნებლივ დაიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. შაბათ-კვირას მთავარი ამოცანაა, მოიცილოთ „ნაგავი“ როგორც ბინიდან, ისე გონებიდან.
სასიკეთო დღეები: 5, 7.
არასასიკეთო დღე: 9.
ტყუპი
სურვილები შეიძლება იმ დროს აგისრულდეთ, როცა დადებითი შედეგის იმედი გადაგეწურებათ. წარმატებები პროფესიულ საქმეებსა და სიყვარულში თითქმის მთელი კვირის განმავლობაში თან გდევთ. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებასა და გართობას. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, საყვარელ ადამიანს სურს თქვენთვის განუმეორებელი საღამო მოაწყოს.
სასიკეთო დღეები: 4, 8.
არასასიკეთო დღე: 5.
კარგად დააკვირდით თქვენს ირგვლივმყოფებს, მალე საიდუმლო მტერი აშკარა გახდება, ასეთებთან ბრძოლა კი ბევრად უფრო ადვილია. კარიერაში წარმატება გელით. ოთხშაბათი დაძაბული და მძიმე იქნება, მაგრამ მუშაობის შედეგები იმედს არ გაგიცრუებთ. ამ კვირაში რაც შეიძლება მეტი საღამო გაატარეთ თქვენს ახლობლებთან ერთად, ოჯახურ წრეში.
სასიკეთო დღეები: 6, 10.
არასასიკეთო დღე: 4.
წარმატება ახლა პირდაპირ არის დამოკიდებული ბიზნესში და ყოველდღიურ ცხოვრებაში საქმეების მოწესრიგებაზე, ორგანიზებამ კი შეიძლება არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. საშუალება გექნებათ გახსნათ უამრავი კვანძი და და უსაფრთხოდ გათავისუფლდეთ იმისგან, რაზეც დიდი ხანია დამოკიდებული ხართ. ფრთხილად იყავით გარშემომყოფებთან, არავის გაუმჟღავნოთ თქვენი საიდუმლოებები და მომავალი გეგმები.
სასიკეთო დღეები: 4, 6.
არასასიკეთო დღე: 9.
მოქნილი მანევრირება ადამიანებსა და სიტუაციებს შორის ბევრის მიღწევის შესაძლებლობას მოგცემთ. უფრთხილდით ცდუნებებს, რადგან მათ შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ. ხუთშაბათს მოგიწევთ გადაჭრათ რამდენიმე გადაუდებელი პრობლემა პროფესიულ სფეროში. კვირის ბოლოს მოგიწევთ გონივრულად დაიცვათ საკუთარი შეხედულებები ოჯახში: გახსოვდეთ, გონივრულ კომპრომისს ზიანი არასოდეს მოაქვს.
სასიკეთო დღეები: 4, 5.
არასასიკეთო დღე: 10.
ამ კვირაში შეიძლება არაპროგნოზირებადი იყოთ, მაგრამ თქვენი შემოქმედებითი გეგმები ირგვლივმყოფებისგან დადებით რეაგირებას და მხარდაჭერას მიიღებს. ახლობელი ადამიანი გაგახარებთ, დაელოდეთ ძალიან სასიამოვნო შემოთავაზებას, მხარი დაუჭირეთ მის ინიციატივას. ოთხშაბათს, სავარაუდოდ, სირთულეებია მოსალოდნელი ზოგიერთ საქმესა და კოლეგებთან ურთიერთობაში, მაგრამ ეს ყველაფერი სწრაფად გაივლის.
სასიკეთო დღეები: 5. 7.
არასასიკეთო დღე: 9.
მორიელი
სასურველია შეინარჩუნოთ ემოციური ბალანსი და გაახაროთ საყვარელი ადამიანი ძვირადღირებული საჩუქრით. სამსახურში დაწინაურების შესაძლებლობა გექნებათ, მაგრამ სიყვარულიც გჭირდებათ, ის შთაგონებით გავსებთ. ხუთშაბათს მოსალოდნელია სასიამოვნო მოვლენები პირად ცხოვრებაში. შაბათ-კვირა უმჯობესია ქალაქგარეთ გატაროთ.
სასიკეთო დღეები: 4, 7.
არასასიკეთო დღე: 9.
მშვილდოსანი
ამ კვირაში დაგეგმილი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო იქნება. სავარაუდოდ, ახალი, მეტად სასარგებლო ნაცნობები შეგემატებათ, რომლებსაც შეუძლიათ შესანიშნავი პერსპექტივები გაგიხსნან. სამუშაო თითქმის მთელ დროს გართმევთ, ნუ დაივიწყებთ დასვენების აუცილებლობას, რათა არ გადაიღალოთ.
სასიკეთო დღეები: 7, 10.
არასასიკეთო დღე: 8.
დადგა დრო რამდენიმე სასიამოვნო საქმიანობისთვის. რეკომენდებულია საყვარელი საქმით დაკავდეთ, ხორცი შეასხათ შემოქმედებით იდეებს, ასევე, დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ. თუ ურთიერთობებში რაიმე პრობლემაა, ახლა მათი მოგვარება ძალიან მოულოდნელი გზით შეიძლება.
სასიკეთო დღეები: 7, 8.
არასასიკეთო დღე: 10.
ახლა არ გამოტოვოთ შესაძლებლობა თქვენი ნიჭისა და გონიერების გამოსავლენად. თქვენ გამჩნევენ და აღფრთოვანებულნი არიან, ნუ იქნებით მორიდებული, შექებას ნამდვილად იმსახურებთ. ყველა მნიშვნელოვანი საქმე გვერდზე გადადეთ და გააკეთეთ ის, რაც ნამდვილად მოგწონთ. შაბათ-კვირას ირგვლივმყოფების განწყობა თქვენს განწყობაზე იქნება დამოკიდებული.
სასიკეთო დღეები: 6, 7.
არასასიკეთო დღე: 9.
ამ კვირაში თანაბრად მნიშვნელოვანია კარიერა, სოციალური მდგომარეობა და ნათესავებთან კარგი ურთიერთობა. შეძლებთ ახალი სასარგებლო კავშირების დამყარებას, მაგრამ ძველი მეგობრები არ დაივიწყოთ. ხუთშაბათს შეიძლება მოულოდნელი რამ მოხდეს, რაც თავიდან შეგაშფოთებთ, მაგრამ შემდეგ ახალი მიღწევებისკენ გიბიძგებთ.
სასიკეთო დღეები: 7, 10.
არასასიკეთო დღე: 9.
თამთა გურული
კომენტარები