შეუცნობელი

რა ფერებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა, რომ წარმატებული წელი გქონდეთ – მიხეილ ცაგარელის რჩევები

აუცილებლად წითელი ფერი გამოიყენეთ, რადგან ხარი არის აღმოსავლური კალენდრის ზოდიაქოს ნიშანი და მას არანაირი პრობლემა არ აქვს წითელთან, ერევათ კუროში, რომელიც არის დასავლური ზოდიაქოს ნიშანი და ვერ იტანს წითელ ფერს, – განაცხადა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „მაესტროს“ ეთერში.

„ფერები, რომლებიც საახალწლო დღეებში გვჭირდება, რომ პატივი მივაგოთ წლის მბრძანებელს – ხარს, არის: თეთრი, ვერცხლისფერი-ნაცრისფერი, ლურჯი, ოქროსფერი-ყვითელი და შემდეგ წითელი. ამ ფერების შემდეგ აქსესუარებში შეგიძლიათ მწვანეც და ნარინჯისფერიც გამოიყენოთ“, – განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

მან ასევე განმარტა, ვისთვის შეიძლება ხარის წელი იყოს რთული და ვისთვის – წარმატებული.

„ძაღლის წელიწადში დაბადებულს მეტი ყურადღება სჭირდება, იგი ხართან არ მეგობრობს, ცოტა მეტი სიფრთხილე მართებს ვეფხვს, რადგან მისი აგრესია ხარს არ უყვარს და ასევე ყურადღება ესაჭიროება თხას.

ახლა ვისთვის არის კარგი ეს წელი, ხარის გარდა. ეს წელი წარმატებულია: მამლის, გველის, კატის წელში დაბადებულისთვის და ასევე წარმატებული იქნება დრაკონისთვის“, – განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close