საქართველოსპორტი

ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოში საუკეთესოებად დაასახელეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ლუხუმ ჩხვიმიანმა და ტატო გრიგალაშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვაში გაიმარჯვეს. 2019-2020 წლების საუკეთესოების გამოსავლენად მსოფლიო ძიუდოს მმართველმა ორგანომ სოციალურ ქსელში გამოკითხვა ჩაატარა და ხუთი ნომინაციიდან ორში კანდიდატთა შორის ქართველი ძიუდოისტებიც შეიყვანა. საბოლოოდ კონკურენტებს ორივემ აჯობა.

27 წლის ლუხუმ ჩხვიმიანი ძიუდოს გულშემატკივრებმა ბოლო ორი წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად დაასახელეს. 21 წლის ტატო გრიგალაშვილმა კი გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში „ამომავალი ვარსკვლავი”.

ჩხვიმიანმა 2019 წელს სეზონის სამი უმთავრესი ტიტული მოიგო – გახდა ევროპული თამაშების, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი. გრიგალაშვილმა 2020 წლის შემოდგომაზე გამართულ ორ შეჯიბრებაზე – უფროსების და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებზე მოიპოვა ოქროს მედლები.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close