„მადლი ღვთისას“ 4 აბი 60 ლარად – საკვები დანამატი, რომლის ანოტაციაშიც წერია, რომ კორონავირუსს კურნავს
„მადლი ღვთისა“ – ქართული წარმოების საკვები დანამატი, რომლის ანოტაციაში წერია, რომ ის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ძლიერი საშუალებაა და რომელიც ერთ-ერთ ქსელურ აფთიაქში იყიდება.
„ავერსი“ ადასტურებს, რომ „მადლი ღვთისა“ მათ სააფთიაქო ქსელში იყიდება. საკვები დანამატის 4 აბი 60 ლარი ღირს და ურეცეპტოდ გაიცემა.
იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატის შექმნას ერთი წელია ელოდება, საქართველოში კომპანია „მადლი ღვთისა“ ირწმუნება, რომ ამავე სახელწოდების აბებით უკვე 300-ზე მეტი კოვიდინფიცირებული განკურნა.
საკვები დანამატის გაყიდვისას ღვთის სახელის გამოყენება სასულიერო პირებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
ექიმები კი მოსახლეობას ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ხალხური მედიცინისა და სხვა მსგავსი ექსპერიმენტული საშუალებების გამოყენებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. კოვიდ 19-ის საწინააღმდეგოდ მსგავსი საშუალებების გამოყენებამ შესაძლოა მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება გამოიწვიოს.
rustavi2.ge
კომენტარები