ისტორიასაზოგადოება

რატომ ებრძოდნენ და ვინ აიძულა იაკობ გოგებაშვილს თვითმკვლელობის მცდელობა (ვიდეო)

ქართველი ადამიანის ცნობიერება საუკუნეზე მეტია „დედა ენით“ იწყება და ყალიბდება, სამყარო „აი იათი“ შემოდის ჩვენ აღქმაში – იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე ერისა და ქვეყნის წინაშე დღეს არავინ კამათობს, არადა მის ბიოგრაფიაში ბევრი ტრაგიკული მომენტი იყო – მას ებრძოდნენ, სემინარიიდან გააგდეს და ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ თვითმკვლელობაც კი სცადა.

იაკობ გოგებაშვილის უკვდავი „დედა ენა“ 1876 წელს გამოვიდა და მას შემდეგ თითქმის ყოველწლიურად გამოიცემა. მან ქართული საქმის წინწამოწევით უამრავი მტერი გაიჩინა: ისინი კაცს, რომელსაც დიდი შემოსავალი ჰქონდა (მისი წიგნები დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მის სიცოცხლეშივე „დედა ენა“ 33-ჯერ გამოიცა, მისი „русское слово“ კი რუსეთის იმპერიაში ძალიან პოპულარული იყო და კარგად იყიდებოდა), მაგრამ ლამის ასკეტურად ცხოვრობდა და თავისი შემოსავლის ძირითად ნაწილს საზოგადოებრივ საქმეებს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და ქველმოქმედებას ახმარდა, დაცინვით „მოგებაშვილს“ უწოდებდნენ – იცოდნენ, რით უფრო მიაყენებდნენ დიდ ტკივილს.

გოგებაშვილმა თითქმის მთელი თავისი ქონება ანდერძით ქართველ ხალხს დაუტოვა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ უდიდესი პედაგოგი დაკერებული ფეხსაცმლით და დაკემსილი ჟილეტით დაკრძალეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close