fbpx
საზოგადოებაარტისტი

არც მე და არც გურამ საღარაძე ამ ქალის ფრჩხილის ფასად არ ვღირდით – კიკაბიძე სკანდალურ ქორწინებაზე დუმილს არღვევს

თავისი ცხოვრების სიყვარულთან შეხვედრას ვახტანგ კიკაბიძე კენედის სიკვდილს „აბრალებს“

ვახტანგ კიკაბიძე 50 წელზე მეტია ერთ ქალზეა შეყვარებული – ირინე ქებაძეზე. ქალბატონმა ირინემ პირველად ოჯახი მსახიობ გურამ საღარაძესთან შექმნა და ერთი შვილი შეეძინათ – მსახიობი მარინა საღარაძე. როცა ბუბა კიკაბიძე გაიცნო, იგი ქმართან უკვე აღარ ცხოვრობდა. ბატონ ვახტანგს და ქალბატონ ირინეს ერთი საერთო ვაჟი ჰყავთ – კოკა.

თავისი ცხოვრების სიყვარულთან შეხვედრას ვახტანგ კიკაბიძე კენედის სიკვდილს „აბრალებს“:

კენედის ბრალია! გასტროლებზე ვიყავით უნგრეთში, მე – ანსამბლ „დიელოდან“, ჩემი კნეინა – ოპერიდან. კონცერტის მერე ახალგაზრდა მსახიობები ჩაის ვსვამდით. სასტუმროს მე-15 თუ მე-16 სართულზე ვიყავით. უცებ საშინელი ხმაური ატყდა ქუჩაში, მანქანები ამუხრუჭებდნენ, ხალხი გარბოდა. თურმე კენედი მოუკლავთ… ჩემს კნეინას შეეშინდა და მისი დაწყნარება დავიწყე. ჩავიხუტე და აღარც გავუშვი.

ჩემი კნეინაო, ამბობთ, მაგრამ მაშინ სხვის კნეინად ითვლებოდა.

ცხოვრებაა, აბა, როგორ?! ყველამ ყველაფერი იცის. მე ისეთი კაცი ვარ, როცა რამე მინდა, ყოველთვის ვაკეთებ. ვარ ზარმაცი, განძრევა არ მიყვარს, მაგრამ თუ რაღაც დავიწყე, იმ საქმეს ბოლომდე მივიყვან.

მაგრამ გიფიქრიათ, ბატონ გურამ საღარაძეს რა ტკივილი მიადგებოდა ამით?

არა მგონია, რადგან უკვე აღარ იყვნენ ერთად. ის რომ ჩემი მეგობარი ყოფილიყო, ეგ არ მოხდებოდა. სრულიად უცხოები ვიყავით ერთმანეთისთვის. უკვე ცნობილი მსახიობი გახლდათ, პატივს ვცემდი და სულ ეგ იყო. მარინა საღარაძეს ჰკითხეთ ეგ ამბები, მე ნუ მალაპარაკებთ. ისე, რომ იცოდეთ, არც მე და არც ის ამ ქალის ფრჩხილის ფასად არ ვღირდით. ყოველთვის ბევრად მაღლა იდგა ორივეზე.

50 წელია, ერთი ქალი მიყვარს. მე ერთგული ქმარი ვარ, აქეთ-იქით მორბენალი კაცები არ მიყვარს. მოსკოვის შოუბიზნესშია მოდაში, ძმაკაცი ძმაკაცის ცოლთან რომ დადის და ა.შ. ყველაფერი ხდება, მაგრამ ისე უნდა გააკეთო, რომ სხვას ცხოვრება არ დაუნგრიო.

ჩემი ცოლი ტვინით გატენილი ქალია, საინტერესო პიროვნება და უერთგულესი ადამიანია. გადასარევი დედაა. ჩემი შვილები და შვილიშვილები მასზე ჭკუას კარგავენ.

digest.pia.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close