რატომ არ უნდა ვთქვათ უარი მწვადზე
ამ პატარა ინფორმაციით უთუოდ ბევრს გავახარებთ, განსაკუთრებით კი – გემრიელი ჭამა-სმის მოყვარულებს!
გეგონათ, რომ მწვადი ჯანმრთელობისთვის მავნებელია? – სრულიადაც არა. ჩაბასთურმებული (და, საერთოდ, მარინადში გამოყვანილი) ხორცი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ასაკობრივი სნეულებების განვითარებას მედგარ წინააღმდეგობას უწევენ. მოკლედ, მწვადის მოყვარულები, საკვებთან ერთად, ნატურალური ანტიოქსიდანტების დამატებით ულუფასაც იღებენ, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კანადელი მეცნიერები დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტიდან. მათი დაკვირვებით, მარინადში ჩადებული ხორცი გრილზე შეწვის შემდეგაც ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს.
ბიოლოგების ჯგუფმა დაადგინა, რომ პოპულარული სოუსები და მარინადები, რომლებიც მთელ რიგ სპეციალურ საკმაზს, ხილსა თუ ბოსტნეულს შეიცავს, ძალიან მდიდარია ნატურალური ანტიოქსიდანტებით. ეს ნივთიერებები ასაკობრივი დაავადებების – კიბოს, გულ-სისხლძარღვთა სნეულებების, ინსულტის, ართრიტისა და კატარაქტის განვითარებას ებრძვიან.
გამოკვლევას ატარებდნენ შვიდ პოპულარულ მარინადზე, რომლებშიც შედის ნიორი, მწვანილი, თაფლი, წითელი წიწაკა, ქუნჯუთის ზეთი და კოჭა. ყველა სოუსში, რომელშიც ეს ინგრედიენტები იყო, მეცნიერებმა ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობა დააფიქსირეს.
მკვლევრები გურმანებს აფრთხილებენ, რომ ანტიოქსიდანტების სარგებლიანობა თითქმის ნულს უტოლდება, თუ მარინადთან ერთად უხარისხო პროდუქტებს ან მეტისმეტად მსუქან ხორცს გამოიყენებთ.
და კიდევ გახსოვდეთ უნიკალური ფორმულა: არაფერი ჭარბად, ყველაფერი ზომიერად!
თამთა გურული
კულინარია: ქათმის ფილე არაჟნის სოუსში
კომენტარები