კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 21-27 დეკემბერი
21-იდან 27 დეკემბრამდე მზარდი მთვარის პერიოდია. ეს კვირა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის განსაკუთრებული იქნება. საუკეთესო დროა პაემნებისთვის. უკეთესია, თუ ინიციატივას ქალი გამოიჩენს. ქალბატონებო, არ შეგეშინდეთ, რომ პირველი ნაბიჯი გადადგათ და საყვარელი ადამიანისთვის საინტერესო რამ მოიფიქროთ. მაგალითად, მოამზადეთ სადილი, აანთეთ სანთლები, სიურპრიზი მოუწყეთ თქვენს პარტნიორს. ვარსკვლავების კეთილგანწყობა ამ პერიოდის განმავლობაში ერთდროულად რამდენიმე საკითხის მოგვარებაში დაგეხმარებათ, თუმცა ვარსკვლავების რჩევით, ნებისმიერი გადაწყვეტილება კარგად უნდა გაიაზროთ.
დროის ეს მონაკვეთი სიმშვიდესა და კმაყოფილებას მოგიტანთ შესრულებული სამუშაოსგან, შეგიძლიათ თამამად მისცეთ უფლება საკუთარ თავს, არაფერი გააკეთოთ ან გაერთოთ. მარტოხელა ქალებს ურჩევენ სახლში არ ისხდნენ, არამედ იზრუნონ პირადი ცხოვრების მოწყობაზე. საინტერესო ნაცნობობა გელით.
სასიკეთო დღეები: 23, 25.
არასასიკეთო დღე: 21.
კურო
ძალიან წარმატებული კვირა გელით, შესაძლებლობა გექნებათ, წარმოაჩინოთ თქვენი მუშაობის უნარი. საკუთარი ბიზნესით დაკავებული ადამიანები შეძლებენ იპოვონ ახალი კლიენტები და პარტნიორები. პირად ურთიერთობებში წარმატება ელით მათ, ვინც ჯერ დაქორწინებულები არ არიან, დაქორწინებულ წყვილებს კი კომპრომისების ძებნა მოუწევთ.
სასიკეთო დღეები: 22, 25.
არასასიკეთო დღე: 21.
ტყუპი
სწრაფი რეაგირება მოახდინეთ ცვალებად სიტუაციაზე, მიიღეთ თამამი გადაწყვეტილებები და აიღეთ პასუხისმგებლობა მომხდარზე. იყავით ენერგიული და არანაირი საქმის არ შეგეშინდეთ. წარმატებას მიაღწევენ ისინი, ვინც დროს დაუთმობს შემოქმედებას – დიდია ალბათობა, რომ სწორ მიმართულებას აირჩევთ.
სასიკეთო დღეები: 23, 26.
არასასიკეთო დღე: 21.
ამ კვირაში სავსე იქნებით გამბედაობითა და თავდაჯერებულობით, ეს ხელს შეგიწყობთ, რომ ბევრი საკითხი მოაგვაროთ პროფესიულ საქმიანობაში, ასევე მიიღოთ პრემია ან ხელფასი გაგეზარდოთ. შაბათ-კვირას კარგად დაისვენეთ.
სასიკეთო დღეები: 25, 27.
არასასიკეთო დღე: 22.
ნებისმიერი თქვენგანის სიცოცხლისუნარიანობა მაღალ დონეზეა. რთული საქმეებიც კი ადვილია და ხალხთან ურთიერთობაც შეუზღუდავი იქნება. ზოგადად, ხელსაყრელი პერიოდია. შაბათ-კვირისთვის, სავარაუდოდ, თანხას მიიღებთ, რომელიც შეიძლება მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდეს, ეს კი შეუძლებელია არ მოგეწონოთ.
სასიკეთო დღეები: 21, 25.
არასასიკეთო დღე: 23.
ეს პერიოდი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებით გამოირჩევა. შესანიშნავი დროა საქმიან პარტნიორებთან კონტაქტის დასამყარებლად. წარმატება თანდათან გიბრუნდებათ, რაც ნიშნავს, რომ დროა ახალი გეგმები დასახოთ. კვირის მეორე ნახევარში შესაძლებელია მცირე კამათი ახლობლებთან.
სასიკეთო დღეები: 22, 23.
არასასიკეთო დღე: 25.
ბოლო დრომდე გადაწყვეტილი გქონდათ, რომ რადიკალური ცვლილებები მოგეხდინათ თქვენს ცხოვრებაში, ახლა კი ფიქრს დაიწყებთ, სწორია თუ არა თქვენი გადაწყვეტილება. ეს პერიოდი ემოციურად რთული იქნება და დაგროვილი პრობლემები შეიძლება დიდხანს არ მოგვარდეს.
სასიკეთო დღეები: 23, 24.
არასასიკეთო დღე: 21.
მორიელი
დრო შესანიშნავია როგორც დიდი ხნის იდეების განსახორციელებლად, ისე სურვილების ასასრულებლად. ირგვლივ მყოფები კარგ რჩევას მოგცემენ, რომლის მოსმენაც ღირს. თავისუფლად შეძლებთ გაუმკლავდეთ ურთულეს საკითხებს. ფინანსების მართვა თქვენი შეხედულებისამებრ შეგიძლიათ – ახლა თანხის დაზოგვის აუცილებლობა არ არის.
სასიკეთო დღეები: 22, 26.
არასასიკეთო დღე: 23.
მშვილდოსანი
ეს შესანიშნავი დროა თქვენი ენერგიის სასარგებლო საქმისთვის დასახარჯად. კვირის პირველი ნახევარი კარგია ბიზნესპარტნიორებთან შეხვედრებისთვის. ნებისმიერი საქმიანობა წარმატებული იქნება, ასე რომ, არ გამოტოვოთ სხვების პატივისცემის მოპოვების შესაძლებლობა.
სასიკეთო დღეები: 22, 24.
არასასიკეთო დღე: 26.
პოზიტიური ტენდენციები იმპულსს იძენს. ყველაფერი კარგად ვითარდება: ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, ადამიანებთან ურთიერთობა უმჯობესდება. კომერციულ შეთავაზებებზე უარს ნუ იტყვით, სავარაუდოა, რომ წინ დიდი შესაძლებლობები გადაგეშლებათ. დაიწყეთ დაგეგმვა, თუ რას დახარჯავთ სამომავლოდ.
სასიკეთო დღეები: 23, 24.
არასასიკეთო დღე: 22.
ყველა სამუშაო დღე მაღალი განწყობისა და საქმეში წარმატების პირობებში გაივლის, შეძლებთ ადვილად და სწრაფად გაუმკლავდეთ მიმდინარე დავალებებს, მაგრამ შაბათ-კვირას რეკომენდებულია უარყოფითი ემოციების შეკავება, არ ღირს გაღიზიანება ახლობლებთან.
სასიკეთო დღეები: 24, 25.
არასასიკეთო დღე: 21.
დროის ეს მონაკვეთი წარმატებას გპირდებათ ცხოვრების ყველა სფეროში, ფინანსური მდგომარეობა გაგახარებთ, შეგიძლიათ თამამად გააკეთოთ დიდი შენაძენები. პროფესიულ საქმიანობაში დიდია ხელფასის გაზრდის შანსი. კვირის ბოლოს შესაძლებელია საინტერესო შეხვედრები.
სასიკეთო დღეები: 23, 25.
არასასიკეთო დღე: 21.
თამთა გურული
კომენტარები