პოლიტიკასაქართველო

პრემიერმა პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარუდგინა – ვინ შეცვლის თეა წულუკიანს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარუდგინა.

მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილებაა – იუსტიციის მინისტრის ვაკანტურ თანამდებობაზე გოჩა ლორთქიფანიძეა წარდგენილი. ის 2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;

იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა და მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

საქართველოს პარლამენტში გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი მინისტრობის კანდიდატებისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 24 დეკემბერს განიხილავენ და მთავრობის ფორმირება სწორედ ამ დღეს, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით დასრულდება.

კენჭისყრამდე სამი დღით ადრე, 21 დეკემბერს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები დაიწყება, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close