მსოფლიოპოლიტიკა

უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ერთი და იმავე სქესის პირებს შვილების აყვანას უკრძალავს

უნგრეთის პარლამენტმა, სადაც უმრავლესობა ნაციონალ-პოპულისტებს ეკუთვნით, მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ფაქტობრივად უკრძალავს შვილების აყვანას ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს.

სადავო კანონპროექტს მხარი დაუჭირა 134-მა კანონმდებელმა 45-ის წინააღმდეგ, 5-მა თავი შეიკავა.

პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მემარჯვენე „ფიდესის“ პარტია უნგრეთის პარლამენტის მანდატების ორ მესამედს ფლობს.

საკანონმდებლო ნორმის თანახმად, რომელსაც მკაცრად აკრიტიკებენ უფლებადამცველები, შვილად აყვანის უფლება აქვთ მხოლოდ დაქორწინებულ წყვილებს, ხოლო მარტოხელა ადამიანებს შვილად აყვანისათვის ოჯახის საქმეთა მინისტრის ნებართვა დასჭირდებათ.

ამასთან, უნგრეთში ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება აკრძალულია.

უნგრელმა კონონმდებლებმა ასევე მიიღეს საკონსტიტუციო შესწორება, რომელშიც ოჯახის განმარტება დაზუსტებულია: მამაკაცის, როგორც მამის, და ქალის, როგორც დედის, კავშირი. ეს იმისათვის მოხდა, რომ ალტერნატიული ტიპის ოჯახის შექმნა გამოირიცხოს.

„უნგრეთი იცავს ქორწინების ინსტიტუტს მამაკაცსა და ქალს შორის“, – განაცხადა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა იუდით ვარგამ.

ამ საკანონმდებლო ცვლილებამდე უნგრეთში შესაძლებელი იყო შვილად აყვანა, თუ პარტნიორებიდან ერთ-ერთი შესაბამის განაცხადს გააკეთებდა, როგორც მარტოხელა პირი.

ვიქტორ ორბანის „ფიდესის“ პარტია ქვეყანაში მზარდად ავტორიტარულ პოლიტიკას ატარებს. პარტიის კამპანია მიმართულია ქრისტიანული ფასეულობების დაცვისკენ და ილაშქრებს ლგბტ პირთა წინააღმდეგ.

მაისში უნგრეთის პარლამენტმა აკრძალა შეცვლილი სქესის აღიარება, რათა საშუალება მოესპო უნგრეთში მცხოვრები ტრანსგენდერებისა და ინტერსექსუალებისათვის, კანონიერად შეეცვალათ დაბადებით განსაზღვრული სქესი.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close