პოლიტიკასაქართველო

კახა კალაძე ბინას ჩუქნის მამა-შვილს აფრიკის დასახლებიდან

აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობების დანგრევის შემდეგ ფეისბუქზე საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია მამა-შვილის ფოტომ. დაახლოებით დილის 02:00 საათზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ პირადად, თავისი ოჯახის სახელით, ბინას გადასცემს ამ ოჯახს.

აფრიკის დასახლება, თბილისი.

Posted by რადიო თავისუფლება on სამშაბათი, 15 დეკემბერი, 2020

„ახლა დავბრუნდი მერიიდან და არ შემიძლია დღესვე არ დავწერო, როგორც მერმა უკვე ვისაუბრე დღევანდელ მოვლენებზე, უბრალოდ ჩემი პირადი პოზიცია უნდა დავწერო – მედიაში რომ დაიწყეს მამა-შვილის ფოტოს გავრცელება, როგორც მსხვერპლის, გული მომიკვდა, ტყუილის ტირაჟირებისთვის ბავშვი რატომ-თქო? ისიც კი გავიფიქრე, სახე მაინც დაეფარათ, იქნებ არ უნდა ოჯახს ბიჭუნას ასე გამოჩენა-თქო…. მეგონა მაგ ზღვარს არასდროს უნდა ჩავცდეთ, რომ ანტიპიარისთვის ბავშვები გამოვიყენოთ.

მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ ბავშვი და მამამისი იქვე ცხოვრობენ, ჩემი და ჩემი შვილების ფოტოები მიაშენეს მათ ფოტოს. ვერც ვბრაზდები, მგონი არც მიკვირს.

ასეთ ადამიანებს რა გითხრათ სხვა? – ეგეთი ქცევა თქვენი არჩევანია. მთავარი ამჯერად ჩემთვის ისაა, რომ როცა შემიძლია დავეხმარო, ვეხმარები, ასე გამზარდეს, ასე ვზრდი ჩემს შვილებს. გმირობაა მარტო კაცი ზრდის 6 შვილს. გმირი მამაა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მხარში ამოვუდგე მას. გავარკვიე საღამოსვე რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის.

ამდენი სიძულვილის, ცილისწამების და ტყუილის ფონზე ამ ოჯახის გაბედნიერებაა ჩემთვის დღევანდელი დღის შედეგი“, – დაწერა კახა კალაძემ.

radiotavisupleba.ge

შეგახსენებთ, 15 დეკემბერს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close