მოდა/სილამაზე

GUCCI-მ ახალი სათვალე გამოუშვა

მოდის სახლმა Gucci-მ ახალ სათვალე გამოუშვა, რომელიც სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვის საგანია. ამის შესახებ The Sun-ი წერს. სათვალის ფასი 470 გირვანქა სტერლინგია.

მომხმარებლებმა ახალი აქსესუარის შესახებ კომენტარები Twitter-ზე დატოვეს: „უკაცრავად ქალბატონო, თვენი სათვალე ამოტრიალებულია“, „Gucci რატომ აკეთებთ ამას?“, „დიზაინერები მოწყენილობისგან გაგიჟდნენ“…

გამოცემა წერს, რომ სათვალის დიზაინი მოდის სახლს ბილიარდის მოთამაშე დენის ტეილორმა შთააგონა. ის ცნობილი იყო თავისი დიდი სათვალით, რომელიც ერთი შეხედვით ამოტრიალებულს ჰგავდა. სპორტსმენს ის თამაშის დროს დამიზნებაში ეხმარებოდა

2020 წლის ოქტომბერში Gucci-მ ქალის დახეული წინდები გამოუშვა, რის გამოც მომხმარებლის კრიტიკა დაიმსახურა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close