fbpx
ეკონომიკაnewsდასაქმება

საქართველოს ელჩი საბერძნეთში ქართველ მეზღვაურთა დამსაქმებელი კომპანიის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით დონდუა კომპანია Elvictor Group-ის ხელმძღვანელობას შეხვდა: დამფუძნებელს – სტავტოს გალანაკისს, აღმასრულებელ დირექტორს – კონსტანტინოს გალანაკისს და სხვებს. ამის შესახებ საელჩო თავის ოფიციალურ FB-გვერდზე წერს.

კომპანია Elvictor Group-ი, რომელიც საზღვაო სფეროში მოღვაწეობს, საქართველოს მოქალაქე მეზღვაურთა დასაქმების მხრივ პირველ ადგილზეა. მისი ოფისი საქართველოში 2013 წელს გაიხსნა.

ელჩმა დავით დონდუამ მადლობა გადაუხადა კომპანიის წარმომადგენლებს ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, აგრეთვე, საზღვაო გემებზე ქართული დროშის კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის გაზრდისთვის გადასადგმელი ნაბიჯები.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close