საზოგადოება

როგორ ცხოვრობს უმცროსი ივანიშვილი

„მე ვარ უბრალოდ ბავშვი, რომელსაც მათემატიკაზე მეტად, ხატვა უყვარს“ – ასე აღწერს ცოტნე ივანიშვილი საკუთარ თავს. 

საზოგადოებამ ის წლების წინ, მამის, ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩენო კამპანიების დროს გაიცნო. მაშინ ცოტნე სულ პატარა ბიჭი იყო, რომელიც უფროსი ძმის, ბერას კლიპებში ჩნდებოდა.

მას შემდეგ წლები გავიდა. ის პატარა ბავშვი დაკუნთულ თინეიჯერად გადაიქცა და მუსიკის გარდაახალი ჰობიც იპოვა. თუ მისი ინსტაგრამგვერდით ვიმსჯელებდით, ის ფუნჯითა და საღებავებით დროს ხშირად ატარებს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Tsotne (@tsotnepaints)

მუზას ფეშენებელური კედლების მიღმაც ხშირად ეძებს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Tsotne (@tsotnepaints)

უყვარს ვან გოგი და პოზირება კამერების წინ, როგორც ბერას.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Tsotne (@tsotnepaints)

ცოტნეს უფროსი ძმის დიდი გავლენა აქვს. მასავით ბევრს ვარჯიშობს და ვიდეოებსაც არანაკლები შემართებით იღებს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Tsotne (@tsotnepaints)

ცოტნე დედასთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთადაც ხშირად პოზირებს კამერის წინ. სოციალური ქსელებით თუ ვიმსჯელებთ, ოჯახს იდეალური ურთიერთობა აქვს, თუმცა ცოტნეს ინსტაგრამგვერდზე დის, გვანცას ფოტოებს ვერ ნახავთ. გვანცა კამერებს ყოველთვის გაურბოდა, ის არც მედიასთან ურთიერთობის სიყვარულით გამოირჩევა. საზოგადოებისთვის ისიც არაა ცნობილი, საქართველოშია თუ არა ბიძინა ივანიშვილის ქალიშვილი.

digest.pia.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close