ხელოვნებაnewsსაქართველო

გარდაიცვალა „საუკუნის ხმად“ აღიარებული ლოტბარი თემურ ქევხიშვილი

გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, ლოტბარი თემურ ქევხიშვილი. იგი  80 წლის იყო. სააგენტო ghn-ის ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი გახდა. 

1961–1976 წწ. თემურ ქევხიშვილი იყო ანსამბლ „გორდელას“ ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდს, ანსამბლ „ოროველას“, „იმედს“, „დარიალს“, ანსამბლ „ჟურნალისტს“. იყო ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი; 1981–1990 წწ. იყო საქართველოს ტელე-რადიო გადაცემების „ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილები“ ავტორი და წამყვანი; გასტროლებზე იყო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

2013 წლის 11 ივნისს ფონდმა „ქართული გალობა“ თემურ ქევხიშვილი „საუკუნის ხმად“ აღიარა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close