fbpx
იტალიაკრიმინალი

იტალიის პოლიციამ კონტრაბანდისტული დაჯგუფების წევრობაში ეჭვმიტანილი 19 პირი დააკავა

იტალიის პოლიციამ კონტრაბანდისტული დაჯგუფების წევრობაში ეჭვმიტანილი 19 პირი დააკავა.

ადგილობრივი პოლიციის თქმით, სამართალმდაცველებმა კრიმინალური ორგანიზაცია გამოააშკარავეს, რომელსაც ავღანეთიდან, ირანიდან, ერაყიდან და პაკისტანიდან მიგრანტები იტალიასა და ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში გადაჰყავდათ. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

სიცილიის პროკურატურის მიერ წარმოებულმა გამოძიებამ ქსელი აღმოაჩინა, რომლის წევრებსაც მიგრანტები დაქირავებული ან მოპარული აფრიანი ნავების მეშვეობით, თურქეთისა და საბერძნეთის გავლით, იტალიაში გადაჰყავდათ. საქმეში ეჭვმიტანილები ერაყელი ქურთები, ავღანელები და იტალიელები არიან. გამოძიება 2018 წელს დაიწყო.

ერთ-ერთი სავარაუდო ადგილი, სადაც მიგრანტების ბინადრობის ნებართვის მისაღებად ყალბი დოკუმენტები გამოიყენებოდა, ქალაქი ბარი იყო. კონტრაბანდისტების დაჯგუფებას მსგავსი პუნქტები ასევე მილანში, ტურინსა და ვენტიმიგლიაში ჰქონდათ, რომელიც საფრანგეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. სხვა პირები კი, რომლებიც ამ სქემაში იყვნენ ჩართულები, მიგრანტებისთვის იტალიაში ბინადრობის ნებართვის მისაღებად სამუშაო ხელშეკრულებებს აყალბებდნენ.

1tv.ge

კომენტარები

თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close