fbpx
ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 7-13 დეკემბერი

7-იდან 13 დეკემბრის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ამ დროს რეკომენდებული არ არის რაიმე ახალი საქმის დაწყება. თითქმის მთელი კვირის განმავლობაში სასურველი არ არის რაიმე მაღალფასიანის ყიდვა, განსაკუთრებით თავი უნდა შეიკავოთ კომპიუტერების, საოფისო ტექნიკის, ტელეფონების, ტელევიზორების, მანქანების შეძენისაგან. აპარატურა შეიძლება სწრაფად გაფუჭდეს ან ისეთი დეფექტი აღმოაჩნდეს, რისი შემჩნევაც დროულად შეუძლებელია. სამაგიეროდ არაჩვეულებრივად განვითარდება პირადი ურთიერთობები. ხშირად გაიღიმეთ, მოაგვარეთ კონფლიქტები და გამარჯვებული იქნებით!

 

ვერძი

ეს კვირა უამრავ სიკეთეს გპირდებათ, მაგრამ ზოგჯერ თქვენ უნდა შეცვალოთ გეგმები და გადაწყვეტილება სასწრაფოდ მიიღოთ. პროფესიული პოზიციების განმტკიცების შანსი გექნებათ. შესაძლებელია ცვლილებები უკეთესობისკენ პირად ურთიერთობებში და პროგრესი საქმეში.

სასიკეთო დღეები: 9, 10.

არასასიკეთო დღე: 8.

 

კურო

არ იჩქაროთ. ცუდი კვირა არ არის, მაგრამ დაუფიქრებელმა მოქმედებებმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. შესაძლებელია არაჩვეულებრივი შემოთავაზება თანამშრომლობის ან ახალი სამსახურის თაობაზე. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი უნარების და ნიჭის რეალიზების კარგი შანსი მოგეცეთ, რაც აქამდე შეუძლებელი ჩანდა.

სასიკეთო დღეები: 8, 11.

არასასიკეთო დღე: 7.

 

ტყუპი

თუ დიდი გეგმები გაქვთ, ღირს იჩქაროთ მათი განხორციელება, ამავე დროს, ეცადეთ თავიდან აიცილოთ ზედმეტრი რისკი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. პირადი ურთიერთობები კი მთელი კვირის განმავლობაში ჰარმონიულად განვითარდება. გამორიცხული არ არის რომანტიკული სიურპრიზები.

სასიკეთო დღეები: 7, 11.

არასასიკეთო დღე: 8.

 

კირჩხიბი

იდეები, რომლებიც თქვენს გონებაში მომწიფდება, პროფესიული საქმიანობის ახალ ეტაპს დაუდებს საფუძველს. ეს პერიოდი ასევე ძალიან კარგია პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით. შეიძლება ფინანსური სირთულეები წარმოიშვას, მაგრამ პრობლემა დროებითი იქნება და მალე მოგვარდება.

სასიკეთო დღეები: 8, 12.

არასასიკეთო დღე: 7.

 

ლომი

ეს კვირა შესაფერისი დროა სხვადასხვა ტიპის საქმიანობისთვის, განსაკუთრებით ისეთი საქმეებისთვის, რომლებიც შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. ბევრ რამესთან დაკავშირებით სხვებისგან განსხვავებული ხედვა გაქვთ და ეს თქვენს უპირატესობას წარმოადგენს. შესაძლებელია წარმატებული გარიგებები, ასევე, თანხის მიღება მოულოდნელი წყაროებიდან.

სასიკეთო დღეები: 11, 12.

არასასიკეთო დღე: 8.

 

ქალწული

კვირის დასაწყისში განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოუსმინოთ ინტუიციის მინიშნებებს – ისინი ძალიან ზუსტი იქნება. ეს ეხება ცხოვრების ყველა სფეროს. შესაძლებლობა მოგეცემათ მოაგვაროთ პროფესიული საკითხები, რომლებიც ამ ბოლო დროს გაწუხებთ. გამორიცხული არ არის სასიხარულო სიახლეები.

სასიკეთო დღეები: 8, 9.

არასასიკეთო დღე: 13.

 

სასწორი

ეს კვირა საკმაოდ დატვირთულია, ნაყოფიერი და საინტერესო. ათასი რამ გელოდებათ, რომელთაგან თითოეული თავისებურად მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავია. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ რაიმე ახალი შეისწავლოთ, მაშინაც კი, თუ ეჭვი გეპარებათ, რომ ოდესმე გამოგადგებათ.

სასიკეთო დღეები: 7, 10.

არასასიკეთო დღე: 8.

 

მორიელი

შესანიშნავი კვირაა გაბედული ექსპერიმენტებისთვის. გამორიცხული არ არის ნაყოფიერი საქმიანი მოლაპარაკებები. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ზუსტად იმ სამუშაოს შესთავაზებენ, რომელზეც უკვე დიდი ხანია ოცნებობდა. ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ რამდენიმე სიტყვის თქმა, რომ გენიოსად გაღიარონ.

სასიკეთო დღეები: 7, 11.

არასასიკეთო დღე: 9.

 

მშვილდოსანი

ეს კვირა ნაყოფიერი იქნება, თუ არ იჩქარებთ. არაფერი კარგი არ არის იმაში, რომ ერთი საქმიდან უცებ მეორეზე გადაერთოთ და, რაც მთავარია, მყისიერი შედეგების მოლოდინი გქონდეთ. გახსოვდეთ, რომ ახლა საჭიროა მუშაობა. არ ღირს ძველი პრობლემების განხილვა, უმჯობესია აქცენტი აწმყოზე გააკეთოთ.

სასიკეთო დღეები: 10, 11.

არასასიკეთო დღე: 9.

 

თხის რქა

დატვირთული კვირაა, ნათელი და დასამახსოვრებელი, სავსე სასიამოვნო სიურპრიზებითა და იღბლიანი დამთხვევებით. ბევრ რამეს გეგმის მიხედვით ვერ ახორციელებთ, მაგრამ ახლა ეს მხოლოდ გახარებთ. თქვენს პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი.

სასიკეთო დღეები: 7, 9.

არასასიკეთო დღე: 10.

 

მერწყული

საუკეთესო კვირაა თქვენი პოზიციის გასამყარებლად და გავლენიანი მოკავშირეების შესაძენად. ბევრი მზად არის მოუსმინოს თქვენს თითოეულ სიტყვას, უცბად აიტაცოს თქვენი იდეები. ისინი, უბრალოდ, გრძნობენ, რომ წარმატებას მიაღწევთ. ყველას არ უნდა ენდოთ.

სასიკეთო დღეები: 7, 10.

არასასიკეთო დღე: 9.

 

თევზები

კვირა მდიდარია არა იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენებით, რამდენადაც კარგი იდეებით. იზრუნეთ თქვენს სულიერ და ფიზიკურ კომფორტზე. ახლა სწორედ ეს გჭირდებათ ენერგიის მარაგის შესავსებად, სიმხნევისთვის. გააკეთეთ დიდი ხნის განმავლობაში გადადებული საქმეები, გადაჭერით ის საკითხები, რომლებმაც ადრე ჩიხში შეგიყვანათ.

სასიკეთო დღეები: 10, 12.

არასასიკეთო დღე: 13.

თამთა გურული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close