newsიტალია

იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კომპანია APPLE-ი 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა

იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კომპანია Apple-ი 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა. მარეგულირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ კომპანიამ მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანა iPhone-ების წყალგაუმტარობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას.

კერძოდ, iPhone XR, iPhone XS, iPhone XS Max, iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max-ის სარეკლამო მასალებში კომპანია აცხადებდა, რომ სმარტფონები 1-iდან 4 მეტრამდე სიღრმეზე წყალგაუმტარია 30 წუთის განმავლობაში.

იტალიური მარეგულირებლის აზრით, რეკლამაში განმარტებული არ არის, რომ კომპანია Apple-ის განცხადება მხოლოდ გარკვეულ ლაბორატორიული პირობებში შეესაბამება რეალობას, ხოლო ჩვეულებრივ პირობებში წყალს ტელეფონის განადგურება გაცილებით სწრაფად შეუძლია, ვიდრე მითითებული 30 წუთის განმავლობაში.

გარდა ამისა, მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ კომპანია მომხმარებლებს წყალში მოხვედრის შედეგად გაფუჭებული ტელეფონების საგარანტიო მომსახურებაზე უარს ეუბნება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close