ტექნოლოგიები

შეტყობინებები, რომლებიც ავტომატურად ქრება – მესენჯერსა და ინსტაგრამს ახალი ფუნქცია დაემატა

ამიერიდან მესენჯერისა და ინსტაგრამის აპლიკაციის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, გაგზავნონ შეტყობინებები, რომლებიც ავტომატურად გაქრება. Facebook-მა ამ ახალი ფუნქციის შესახებ ცოტა ხნის გამოაცხადა.

ახალი ფუნქცია, იგივე Vanish Mode, შლის შეტყობინებებს მას შემდეგ, რაც მიმღები ხედავს შეტყობინებას, ხოლო გამგზავნი ტოვებს ჩატს. ახალი ფუნქცია მესენჯერში ვრცელდება როგორც ჯგუფურ ჩატებზე, ასევე პერსონალურ შეტყობინებებზე. მომხმარებლებს მხოლოდ იმათთან შეეძლებათ ამ ფუნქციის ჩართვა, ვისთანაც დაკავშირებულები არიან მესენჯერში. ასევე, ამ ფუნქციის გამოყენებისას, მომხმარებელს მიუვა შეტყობინება მაშინ, როცა მასთან მოსაუბრე ჩატს სქრინშოთს გადაუღებს.

როგორ გაავაქტიუროთ ეს ფუნქცია?

  • გახსენით მესენჯერის/ინსტაგრამის შეტყობინებები.
  • აირჩიეთ კონკრეტული ჩატი და გახსენით იგი.
  • Vanish Mode-ის ჩასართავად საჭიროა, ჩატი უბრალოდ ასქროლოთ.
  • ასევე უნდა მოიქცეთ, თუკი ძველებურ რეჟმზე დაბრუნება გსურთ.

Facebook-მა განაცხადა, რომ ეს ფუნქცია სხვადასხვა ქვეყანაში ნელ-ნელა ემატება. ის უკვე მოქმედებს აშშ-სა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, ძალიან მალე კი მისით სარგებლობა მთელ მსოფლიოს შეეძლება.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close