საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 10 მილიონზე მეტის გამომუშავების შანსი დაკარგა
18 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონში ბოლო ტურის შეხვედრას ესტონეთის ნაკრებთან გამართავს და ამით მძიმე და მტკივნეულ წელს დაასრულებს.
ცნობილია, რომ ერთა ლიგის ახალ სეზონში მონაწილეობისთვის უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ისევე როგორც C დივიზიონში მონაწილე ყველა ქვეყნის ეროვნულ ასოციაციას, 1,1 მილიონ ევროს დაურიცხავს.
თუმცა ჩვენს ნაკრებს ჰქონდა, შანსი, ბიუჯეტი გაეზარდა – C დივიზიონში პირველი ადგილის დაკავებით გუნდი დამატებით 1,1, მილიონ ევროს მიიღებდა. ახლა ჩვენმა ნაკრებმა ამ თანხის მიღების შანსიც დაკარგა და 9,25 მილიონი ევროც, რომელსაც უეფა ევროპის ჩემპიონატზე გასულ ნაკრებებს ურიცხავს. ანუ ჯამში დაიკარგა 10,35 მილიონი ევროს მიღების შანსი, რაც ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ სოლიდური შემოსავალი იქნებოდა.
ცნობისთვის, უეფას ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში, რომელიც 2018 წელს ჩატარდა, საქართველოს ნაკრებმა 1,5 მილიონი ევრო გამოიმუშავა. 750 ათასი D დივიზიონის ჯგუფში მონაწილეობისთვის დაერიცხა, ხოლო ამდენივე – ჯგუფში გამარჯვებისთვის. D ლიგაში გამარჯვებისთვის საპრიზო ფონდი მაშინაც და ახლაც 750 000 ევროა.
1tv.ge
კომენტარები