თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა კვირას თვითგამოცხადებული ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა მოინახულა და განაცხადა, რომ მომხრეა, საერთაშორისო თანამეგობრობამ მხარი დაუჭიროს კვიპროსის გაყოფას ორ სახელმწიფოდ.
ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულმა რესპუბლიკამ 1983 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. მანამდე კვიპროსის ეს ნაწილი, რომელშიც ეთნიკური თურქები ცხოვრობენ, თურქეთის ჯარებმა დაიკავეს, რათა – როგორც აცხადებდნენ – ხელი შეეშალათ საბერძნეთის მიერ თურქეთის შთანთქმისთვის. რესპუბლიკას დამოუკიდებელ სახელწიფოდ მხოლოდ თურქეთი აღიარებს. გაეროს წევრი სხვა ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ძირითადად ბერძნებით დასახლებული კვიპროსის რესპუბლიკის იურისდიქცია მთელ კუნძულზე ვრცელდება.
ერდოღანის ხელმძღვანელობით თურქეთი სულ უფრო და უფრო აქტიურ პოლიტიკას ატარებს ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, კვიპროსიდან ლიბიამდე. ეს უკმაყოფილებას იწვევს საბერძნეთისა და კვიპროსის რესპუბლიკის მხრიდან, რომელსაც ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც უჭერენ მხარს.
radiotavisupleba.ge
კომენტარები