მსოფლიოსაზოგადოება

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა სანტა-კლაუსებისთვის კოვიდ-შეზღუდვები შეამსუბუქა

ბელგიის მთავრობამ ადგილობრივი სანტა-კლაუსებისთვის – სინტერკლაასისა და პერ-ნოელისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვები შეამსუბუქა. ამის შესახებ Le Soir-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფრანკ ვანდენბრუკმა სიტერკლაასს სპეციალური წერილიც კი მისწერა, რომელშიც დაარწმუნა, რომ მას ბელგიაში ჩასვლის შემდგ 10-დღიანი კარანტინის გავლა არ მოუწევს. მინისტრმა აღნიშნა, რომ მოგზაურობა ესპანეთიდან, სადაც სინტერკლაასი, სავარაუდოდ, ცხოვრობს, 17 დღეს გაგრძელდება, რაც კარანტინის ვადაზე მეტია.

ბანდენბრუკმა სანტას ასევე შეახსენა, რომ ბელგიაში კომენდანტის საათი მოქმედებს, მათ შორის, 6 დეკემბრის ღამესაც, როცა სინტერკლაასმა ბავშვებს საჩუქრები უნდა დაურიგოს. მინისტრმა ის დაარწმუნა, რომ ეს შეზღუდვა ბელგიელ სანტა-კლაუსებზე არ იმოქმედებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თავის საქმეს ვერ შეასრულებენ.

„გარწმუნებთ, სახურავიდან სახურავზე სკაფანდრებში ჩაცმულებს არ მოგიწევთ. ამის მიუხედავად, გირჩევთ დაიცვათ დისტანცია, რეგულარულად დაიბანოთ ხელები და აუცილებლობის შემთხვევაში ატაროთ პირბადე“, – ნათქვამია მინისტრის წერილში.

სინტერკლაასი და პერ-ნოელი პირველები არ არიან, ვისზეც შეზღუდვები არ გავრცელდა. აპრილში ახალი ზელანდიის პრემიერმა ჯასინდა არდერნმა კბილის ფერია და აღდგომის ბაჭია უმნიშვნელოვანესი პროფესიების წარმომადგენლებად აღიარა, რომლებსაც პანდემიის მიუხედავად საქმიანობის გაგრძელების ნებართვა მიენიჭათ.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close