ქართველები უცხოეთშიხელოვნება

ქართველი მხატვრის ნამუშევარი „თანამედროვე ხელოვნების დიდი ოსტატების“ გარეკანზეა

ალბომი „თანამედროვე ხელოვნების დიდი ოსტატები“, რომელიც იტალიის ქალაქ პალერმოში გამოიცა, მსოფლიოს მხატვრების, მოქანდაკეების, ფოტოგრაფების, გრაფიკოსებისა და დიზაინერების გამორჩეულ ნამუშევრებს აერთიანებს. პრესტიჟული გამოცემის გარეკანზე კი ქართველი მხატვრის – ეკატერინე სიხარულიძის ნამუშევარია წარმოდგენილი. გარდა გარეკანისა, ქართველ მხატვარს გამოცემაში კიდევ ერთი გვერდი დაეთმო.

თანამედროვე ხელოვანებთან ერთად, გამოცემა ხელოვნების სამყაროს დიდ სახელებს მოიცავს, როგორებიც რიან: პაბლო პიკასო, სალვადორ დალი, ენდი უორჰოლი, მარკ შაგალი, პოლ კლე, ჯოან მირო, ვინსენტ ვან გოგი, ამედეო მოდილიანი, ედვარდ მუნკი, ჯექსონ პოლოკი, რენე მაგრიტე, ალბერტო ბური და მრავალი სხვა.

„თანამედროვე ხელოვნების დიდი ოსტატების“ მრავალი ასლი გადაეგზავნება კოლექციონერებს, გალერეების მფლობელებს, მუზეუმებს, რეჟისორებს, კურატორებს, დილერებს და ხელოვნების მოყვარულებს.

თვითნასწავლი მხატვარი ეკატერინა სიხარულიძე-ჯიბუტი 10 წელია, ესპანეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის ასევე მომავალ თაობებს ზრდის ბარსელონის „წმიდა ნინოს“ სახელობის სამრევლოსთან არსებულ სულიერების, განათლებისა და კულტურის ცენტრში.

kartuli.kvira.ge

ძალიან ნიჭიერ და თვითმყოფად მხატვართან ინტერვიუ nostal.ge-მ მკითხველს ცოტა ხნის წინ შესთავაზა: ეკა სიხარულიძე – „ვაჟა“ ჩემთვის მეორე საქართველოა

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ლუვრში ეკა სიხარულიძის „ვაჟა“ უნდა გამოფენილიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გამოფენა მომავალი წლის შემოდგომამდე გადაიდო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close