კინო/ფილმებისაქართველო

„მაია წყნეთელის“ აღდგენილი ვერსიის ჩვენება ონლაინ გაიმართება – სად და როდის შეგიძლიათ ნახოთ ლეგენდარული ფილმი (ვიდეო)

მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლისთავთან დაკავშირებით ეროვნული კინოცენტრი მაყურებელს „მაია წყნეთელის“ აღდგენილ ვერსიას შესთავაზებს.

„მაია წყნეთელი” რეზო ჩხეიძის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია, ქართველი კინოვარსკვლავების – გრიგოლ ტყაბლაძის, გოჩა აბაშიძის, აკაკი კვანტალიანის, ვახტანგ ნინუას მონაწილეობით. სურათში მთავარ როლს ლეილა აბაშიძე ასრულებს.

ონლაინ ჩვენება ​13, 14 და15 ნოემბერს, 22:00 საათზე ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გაიმართება.

მანამდე შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ მიმდინარეობდა მუშაობა ფილმის აღდგენა-რესტავრაციაზე.

ფილმმა ახალი სიცოცხლე 2020 წლის ზაფხულში დაიწყო, როცა დასრულდა მისი რესტავრაცია ციფრულ 2K ფორმატში. ხმის გაწმენდა-დამუშავება, გამოსახულების დამუშავება და ფერის კორექცია „ქართული ფილმის“ ბაზაზე ჩატარდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close