იტყვის თუ არა ოპოზიცია უარს საბიუჯეტო დაფინანსებაზეც, რომელიც ჯამში 31 მილიონზე მეტია
ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს და უარს ამბობს დეპუტატის მანდატზე, თუმცა ოპოზიციონერთა ნაწილი თავს იკავებს პასუხისგან კითხვაზე – ბოიკოტის მიუხედავად მიიღებენ თუ არა საბიუჯეტო დაფინანსებას, რომელიც იმ პარტიებზეა გათვალისწინებული, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს.
ოპოზიციის ნაწილს ეს კითხვა აღიზიანებს. მაგალითად, „ლეიბორისტების“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა გვეუბნება, რომ „მაშინ, როცა ივანიშვილმა ქვეყანა თავზე დაგვამხო, ჩვენ ოპოზიციას კაპიკებს არ უნდა ვუთვლიდეთ“.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათ ნაწილს დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია, მეორე ნაწილში კი აზრები ორად იყოფა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ბოიკოტის შემთხვევაში, მაინც აიღებს თუ არა პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას, „ლელოს“ წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე პასუხობს:
„ყველა პოლიტიკური პარტია აიღებს იმ დაფინანსებას, რაც მათ მისცა ქართველმა ამომრჩეველმა. უბედურება ისაა, რომ რაც ქართველმა ხალხმა მისცა ოპოზიციას, „ქართულმა ოცნებამ“ მიითვისა. მიითვისა ის, რაც არ ეკუთვნოდა“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
განსხვავებული პოზიცია აქვს „სტრატეგია აღმაშენებელს“.
„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არა. მე როდესაც ვთქვი, რომ არ შევდივარ პარლამენტში, იქ ესეც ვიგულისხმე. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ავიღებთ იმ დაფინანსებას, როცა ჩატარდება ახალი, ლეგიტიმურად, ტექნოლოგიების დაცვით, რასაც ვითხოვთ, არჩევნები. იმ ჩვენს კუთვნილ დაფინანსებას პატიოსნად ავიღებთ. გაყალბებული არჩევნებიდან არაფერი არ გვჭირდება“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.
ცნობისთვის: 4 წლის განმავლობაში, ანუ მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადაში, მთლიანობაში პარტიებზე საბიუჯეტო დაფინანსება ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილშია მოყვანილი. ეს გახლავთ ის თანხები, რომლებსაც ბარიერგადალახული პარტიები მიიღებენ 4-წლიანი დაფინანსების სახით:
primetime.ge
კომენტარები