მსოფლიოპოლიტიკა

თეთრ სახლს ისტორიული პირველი ლედი ეყოლება – ვინ არის ჯილ ბაიდენი და რა ოჯახური ტრაგედია გადაიტანა ჯო ბაიდენმა

ამერიკული გამოცემა usatoday შტატების მომავალ პირველ ლედიზე – ჯო ბაიდენის ცოლზე აქვეყნებს  სტატიას, სათაურით: „ჯილ ბაიდენი ისტორიული პირველი ლედი იქნება – პროფესორი ლედი“

გამოცემა წერს, რომ ჯო ბაიდენის მეუღლე არ იცხოვრებს ისე, როგორც აქამდე ამერიკის პრეზიდენტების სხვა ცოლები ცხოვრობენ. ის იქნება პირველი ლედი და, ამავე დროს, ძველებურად გააგრძელებს მუშაობას კოლეჯში. თეთრ სახლში გადასვლის შემდეგ ჯილ ბაიდენი სამუშაოს არ მიატოვებს.

„პირველი, რაც უნდა იცოდეთ ამერიკის შემდეგი პირველი ლედის შესახებ, არის ის, რომ ჯილ ბაიდენი ინგლისური ენის პროფესორია, მას ოთხი აკადემიური ხარისხი აქვს, მათ შორის, დოქტორის წოდება. იგი აპირებს შეინარჩუნოს ყოველდღიური სამუშაო თეთრ სახლში გადასვლის შემდეგ.

მან განაგრძო მასწავლებლად მუშაობა ჩრდილოეთ ვირჯინიის სათემო კოლეჯში, მჭიდროდ თანამშრომლობდა ამერიკის ექსპრეზიდენტის ბარაქ ობამას მეუღლესთან, მიშელ ობამასთან.

ეს უკანასკნელი ჯილ ბაიდენს „ძვირფას მეგობარს“ უწოდებს, რომელსაც ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი შემოაქვს „სიკეთე, თანაგრძნობა და იუმორი“.

„ის იქნება შესანიშნავი პირველი ლედი“, – თქვა ობამამ USA TODAY-სთვის გაკეთებულ განცხადებაში. ჯილ ბაიდენი ისტორიული პირველი ლედი იქნება: უბრალოდ დაურეკეთ მას“, – აღნიშნა მიშელ ობამამ.

„ის ნამდვილად შეასრულებს პირველი ლედის როლს XXI საუკუნეში“, – ამბობს პირველ ლედიზე ისტორიკოსი კეტრინ ჯელისონი, ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორი, და აღნიშნავს, რომ არცერთ წინა პირველ ლედის „არ მისცეს უფლება“, ჰგავდნენ თანამედროვე ამერიკელ ქალებს და შეასრულონ ორივე სამუშაო – იცხოვრონ ჩვეულებრივად და, ამავე დროს, იყვნენ დაკავებულები პირველი ლედისთვის დამახასიათებელი ოჯახური ცხოვრებით.

„ამერიკელებს ისტორიულად სურდათ, რომ მათი პირველი ქალბატონები ყოფილიყვნენ თეთრ სახლში და პრეზიდენტების გვერდით, როდესაც ეს შესაძლებელი იყო“, – ამბობს ჯელისონი.

„შესაძლოა დადგა დრო, როდესაც ამერიკელები უფრო მეტად მიიღებენ აზრს, რომ პრეზიდენტის მეუღლე ერთდროულად შეიძლება იყოს პირველი ლედი და მომუშავე პროფესიონალი“.

„ცვლილებების ქარი ქრის, რადგან ქვეყანა განაგრძობს მოძრაობას; ეს აუცილებლად მოხდებოდა“, – ამბობს ანიტა მაკბრაიდი, რომელიც ყოფილი პირველი ლედის, ლორა ბუშის აპარატის უფროსი და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის თანაშემწე იყო და ახლა მართავს Legacy of America-ს „პირველი ქალბატონების ინიციატივა ამერიკის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საქმეთა სკოლაში“, – წერს გამოცემა.

primetime.ge

P. S. INFO – ჯო ბაიდენს პირველი ცოლისგან 3 შვილი ჰყავდა – ვაჟები – ბიუსი, ჰანტერი და ქალიშვილი – ნაომი.

1972 წელს დეკემბრეში ჯო ბაიდენმა, ერთი თვის შემდეგ, რაც ის სენატში აირჩიეს, ტელეფონით მიიღო შეტყობინება, რომ ავტოავარიის შედეგად მისი მეუღლე ნეილია და 13 თვის ქალიშვილი ნაომი დაიღუპნენ. ისინი საშობაო ნაძვის ხის საყიდლად მიდიოდნენ, როდესაც ტრაგედია დატრიალდა. ავარიის დროს ავტომობილში მისი 4 წლის ვაჟი – ბო და 3 წლის ჰანტერიც ისხდნენ, საბედნიეროდ, ისინი გადარჩნენ.

ახალარჩეულ სენატორ ბაიდენს 1973 წლის დასაწყისში ფიცი უნდა დაედო, თუმცა, იმის გამო, რომ ავარიის შედეგად დაშავებული ორი შვილი საავადმყოფოში ჰყავდა, ბაიდენს ფიცის დადება თავისი შვილების პალატაში მოუწია.

ჯო ბაიდენის ოჯახურ ტრაგედიებს კიდევ ერთი ტრაგედია 2015 წელს შეემატა – 46 წლის ასაკში ტვინის ავთვისებიანი სიმსივნით ვიცე-პრეზიდენტის შვილი, ბო ბაიდენი გარდაიცვალა.

1977 წელს ბაიდენმა მეორედ იქორწინა. ჯოსა და ჯილის ერთი საერთო შვილი – ეშლი ჰყავთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close