fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

ჯო ბაიდენი პენსილვანიაში იმარჯვებს და აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ხდება – CNN

დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი პენსილვანიის შტატში (20 ხმა) გამარჯვებულია (ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 99%, თუმცა ამ შტატში გამრჯვებულის ბედი უკვე გადაწყვეტილია) და, შესაბამისად, იგი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი იქნება. ამის შესახებ CNN ავრცელებს ინფორმაციას. ასეთია „ასოშიეიტედ პრესისა“ და NBC-ის პროგნოზიც. ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა ჯორჯიის შტატშიც (16 ხმა) და ამჟამად 290 საარჩევნო ხმა აქვს (გამარჯვებისთვის კი 270 სჭირდებოდა).

„ამერიკა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამირჩიე ჩვენი დიდებული ქვეყნის ლიდერად.

მომავალი სამუშაო რთული იქნება, თუმცა ამას გპირდებით: მე ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი – იმის მიუხედავად, ხმა მომეცით თუ არა“, – დაწერა ჯო ბაიდენმა ტვიტერზე.

რაც შეეხება Fox ნიუსს, ის ჯერ კიდევ არ ასახელებს ბაიდენს გამარჯვებულად.

არც ტრამპი არაღიარებს ბაიდენის გამარჯვებას, მისი თქმით, არჩევნები ჯერ არ დამთავრებულა.

პარალელურად კი ნიუ-იორკიდან ვაშინგტონამდე, ქალაქების ქუჩებში გამარჯვებას ზეიმობენ ჯო ბაიდენის მომხრეები.

ჯო ბაიდენმა და კარმალა ჰარისმა (იგი პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალი იქნება აშშ-ის ისტორიაში) აშშ-ის ისტორიაში ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა მოაგროვეს. ჯერ ხმების დათვლა არ დამთავრებულა და მათ უკვე 75 მილიონი ამომრჩევლის მხარდაჭერა აქვთ, როგორც პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს.

ტრამპი ისევ აპროტესტებს და ტვიტერზე წერს, რომ ათიათასობით ბიულეტენი მიიღეს საარჩევნო უბნებზე  20:00 სთ-ის შემდეგ, როდესაც არჩევნები უკვე დამთავრებული იყო, რამაც შეცვალა შედეგები პენსილვანიასა და სხვა შტატებში.

ფედერალური საარჩევნო კომისიის წევრმა ელენ ვაინტრაუბმა CNN-ს განუცხადა, რომ აშშ-ის 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თაღლითობის ან უკანონოდ ხმის მიცემის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.

აქ შეგიძლიათ ნახოთ არჩევნების შედეგები: 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close