ქართველები უცხოეთში

საქართველოს საელჩო საბერძნეთში მყოფი ქართველებისთვის განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში ქვეყანაში მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის  განცხადებას ავრცელებს.

განცხადება საკონსულო მომსახურების წესების ცვლილებების შესახებ!

საბერძნეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის (COVID-19) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, 2020 წლის 7 ნოემბრიდან, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, საკონსულო გადადის მომსახურების განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს ადგილზე საკონსულო მომსახურების შეზღუდვებს.

აქვე კიდევ ერთხელ გვსურს გაცნობოთ, რომ გადაუდებელ, სასიცოცხლო მნიშვნელობისა და საგანგებო შემთხვევებში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე, რომელიც ფუნქციონირებს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 24 საათის განმავლობაში: 6995779793

რაც შეეხება საკონსულო მომსახურებებს, მათ შორის, დისტანციურ მომსახურებებთან დაკავშირებულ საკითხებს, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ყოველ სამუშაო დღეს. ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საელჩოს, დილის 10.00 საათიდან 13.00 საათამდე, შემდეგ ნომრებზე:

210 674 2186; 210 748 9180.

ასევე ელ. ფოსტის მეშვეობით: [email protected] / [email protected]

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close