„ევროპა, რომელიც შიშისაგან კანკალებს, მოწინავე სტატიებში წერს ქართველთა გამარჯვებებზე“
„აშვებული ლომის“ სახელით ცნობილი ერეკლე II-ის 300 წლის იუბილე დგება
ორიოდე დღე დარჩა 300 წლის იუბილემდე (რედ. ერეკლე II დაიბადა 1720 წლის 7 ნოემბერს, თელავში). მოვიგონოთ უძლიერესი ქართველები, რომელთაც ქართველობა და ქართველი მეომრის სახელი უკვდავყვეს მთელ მსოფლიოში.
პატარა მიმოხილვა გავაკეთოთ რა ხდებოდა იმდროინდელ მსოფლიოში. აზიური და თურქული საომარი ძალები უტევდა ევროპას. ევროპა დადუმდა.
საქართველოში უკიდურესი არეულობა და გაჭირვებაა, მაგრამ ქართველთა გარკვეული ჯგუფი ქართველკაცობდა და სწორედ ეს უდიდეს ქართველ პატრიოტთა ჯგუფი იღებს იარაღს ხელში და უძლიერესი მეომრული სულისკვეთებით ქართულ სახელს ერთხელ კიდევ აიყვანს ზენიტში და შესძენს უკვდავებას. რაოდენ საოცრება იქნებოდა იმდროინდელი მსოფლიოსთვის, რომ ამ მეომარ ქართველებს სათავეში ჩაუდგა 14 წლის ბავშვი და 64 წელი უწყვეტად წარმატებით აომა ქართველი ერი. ეს ერეკლეა, რომლის 300 წლის იუბილეა ორ დღეში.უძლიერეს ქართველ პატრიოტთა ჯგუფით 14 წლის ერეკლე ნეიშნის ველზე სასტკად ამარცხებს მტერს.
ინდოეთი. 19 წლის ერეკლე იბრძვის ინდოეთში 1000 ქართველით. ლეგენდად დარჩება ინდოეთში დაუმარცხებელ ქართველთა სახელი. ბრუნდება სამშობლოში და ერეკლეს წინამძღოლობით ომს ომზე ვიგებთ.
იყო ისეთი წლებიც, როდესაც ერეკლემ ერთ წელში 50 ბრძოლა მოიგო, მაშინ დაარქვა მსოფლიომ პატარა კახს აწყვეტილი, აშვებული ლომი. ევროპა, რომელიც შიშისაგან კანკალებს, განუწყვეტლივ მოწინავე სტატიებში წერს ქართველთა გამარჯვებებზე.
ბეთჰოვენი ქართველებს უძღვნის სიმფონიას.
ერთიერთზე ბრძოლის დიდოსტატია ერეკლე – მსოფლიომ იცის ერეკლეს და კოხტა ბელადის ორთაბრძოლა. ხმლის ერთი დარტყმით გაჩეხილს აგდებს ცხენიდან კოხტა ბელადს ერეკლე.მსოფლიოში ისწავლება საომარი ხელოვნების შედევრი ასპინძის ომი.
ასობით დიდი თუ მცირე ომი მოიგეს ქართველებმა და მუდმივად ერეკლე ხმლით ხელში ქართველთა გვერდითაა, როგორც ერთ-ერთი რიგითი მეომარი.
განუმეორებელია ის სიყვარული, რასაც ერეკლე მეომრების, დაინვალიდებული მეომრების და მათი ოჯახების მიმართ იჩენს.უნიკალურია ის, რომ დასუსტებული დაცემის პირას მისული საქართველო ქართველთა ჰეგემონიას ამყარებს კავკასიაში და იმორჩილებს და ხარკავს მეზობელ სახანოებს. ასე ფერფლიდან წამომდგარიყოს სახელმწიფო, მსოფლიო ისტორიამ არ იცის. ეს შევძელით ქართველებმა.
ქართველი სიამაყით წარმოთქვამს სიტყვა „ქართველს“ – ესაა მთავარი.
გავიხსენოთ ის უძლიერესი ქართველები, მით უმეტეს 300 წლის იუბილე გვაქვს კაცისა, რომელმაც 14 წლისამ დაიწყო ომი და 78 წლის ასაკში ისევ ხმლით ხელში იცავდა სამშობლოს – საქართველოს.
ის ქართველკაცობა და სიმტკიცე არ მოგვიშალოს ღმერთმა ქართველებს.
ავტორი – გიორგი ქართველიშვილი
Giorgi Kartvelishvili-ის ფეისბუქპოსტი
კომენტარები