ბუს, სახელად ნე-ბუ-ლას, სევდიანი ამბავი და კეთილი ადამიანები (ვიდეო)
საფანტის თოფით დაჭრილი ბუს სევდიანი ამბავი ფეისბუქიდან გახდა ცნობილი. ბუს მეურვეობა ფოტოგრაფმა ციცი ჩხეიძემ ითავა.
ვეტერინარულ კლინიკაში ბუს ოპერაცია ჩაუტარეს, სამწუხაროდ პაციენტს ფრთის ამპუტავია დასჭირდა, ოპერაციის შემდეგ ბუ,რომელსაც დედობილი ნებულას ეძახის, თბილისის ერთ-ერთ კორპუსში ცხოვრობს.
სოციალური ქსელის მომხმარებელი Svetlana Hass-ი ძალიან თბილი და ოპტიმისტური პოსტით ამხნევებს ბუს და უგუნურ ადამიანებს ამუნათებს.
„ბუ უგონიერესი ფრინველია, სიბრძნის სიმბოლო, დიდ პატივს მიაგებენ გერმანიაში. გულდასაწყვეტია უფრთოდ მისი დარჩენა, ვერასოდეს ვერ აფრინდება, საკუთარი ბუნების მიღმა ჩაივლის მისი ცხოვრება, გულისსწორს ვერ გაიჩენს, შთამომავლობას ვერ ეღირსება… და ყოველივე ეს უგუნური, ხარბი ადამიანის წყალობით… ბუნებაში ყოველივეს თავისი ადგილი და დანიშნულება გააჩნია და სანამ არ შევიგნებთ ამას, თავს გამუდმებით მოგვეხვევა სხვადასხვა სახის უსიამოვნებები. საბედნიეროდ, არსებობენ გონიერი ადამიანები, რომელთა კეთილ ნებაზე დგას სამყარო. ასეთმა ადამიანებმა შეიფარეს ცალფრთიანი ბუ, უმკურნალეს, დააპურეს, მომავალშიც იზრუნებენ მასზე. დარწმუნებული ვარ, ის გახდება შინაური ფრინველი, ისწავლის ადამიანებთან ურთიერთობას და ისევე, როგორც ძაღლი და კატა, მრავალ სიხარულსა და სიამოვნებას მიანიჭებს მის პატრონს… 🦉🙏👍👌👏👏👏💝“, – წერს სვეტლანა ჰასი.
კომენტარები