საზოგადოებასაქართველო

ემიგრანტების შვილებს საშუალება ექნებათ, ქართული ენა ანიმაციური პროგრამით შეისწავლონ

2020 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფონდ „ათინათს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან – მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, ხოლო ფონდის მხრიდან – მისმა დირექტორმა ანა ალავერდაშვილმა მოაწერეს ხელი.

ფონდის მიერ შექმნილი სპეციალური საგანმანათლებლო ინტერნეტპლატფორმა ქართული კულტურის და ენის ანიმაციური სასწავლო-შემეცნებითი კურსით, განკუთვნილია საზღვარგარეთ მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის. აქამდე სამინისტროში არსებული „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის“ პროგრამა შედარებით უფროსი – სკოლის ასაკის ბავშვებს მოიცავდა.

ფონდ „ათინათთან“ თანამშრომლობით, საზღვარგარეთ მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ქართული ენის სწავლების მიზნით შექმნილი ანიმაციური პროგრამით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close