fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

ბრიტანეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ისევ კარანტინი გამოცხადდა

31 ოქტომბერს, საღამოს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ქვეყანაში კარანტინი გამოაცხადა, უკვე მეორედ ეპიდემიის დაწყებიდან. კარანტინი ძალაში შევა მომავალ ხუთშაბათს, 5 ნოემბერს და 4 კვირა გაგრძელდება, 2 დეკემბრამდე. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

5 ნოემბრიდან ქვეყანაში დაიკეტება რესტორნები და კაფე-ბარები, აგრეთვე, ყველა მაღაზია, სასიცოცხლოდ აუცილებელი სავაჭრო ობიექტების გარდა, რომელთა შორისაა სასურსათო მაღაზიები.

პირველი კარანტინისგან განსხვავებით ამჯერად სკოლები და უნივერსიტეტები ჩვეულებრივად გააგრძელებენ ფუნქციონირებას.

დაშვებული იქნება ღია ცის ქვეშ ვარჯიში და სამსახურში სიარული, თუკი დასაქმებულებს დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა არ ექნებათ.

კარანტინი მხოლოდ ინგლისს ეხება. უელსში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში კორონავირუსთან ბრძოლის ადგილობრივი შემზღუდავი ზომები მოქმედებს.

ბორის ჯონსონის თქმით, ლოქდაუნი აუცილებელია, რათა ქვეყანამ თავიდან აიცილოს „სამედიცინო  და მორალური კატასტროფა“, რომელმაც შესაძლოა ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი გამოიწვიოს.

ჯანდაცვის ნაციონალური სისტემის მესვეურები შიშობენ, რომ შობისთვის შესაძლოა საავადმყოფოები ისე დაიტვირთოს, ახალი პაციენტები ვეღარ მიიღონ.

დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების მთლიანმა მაჩვენებელმა მილიონს გადააჭარბა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, კორონავირუსის მეორე ტალღით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ ქვეყანაში შესაძლოა პირველი ტალღის მაჩვენებელს გადააჭარბოს. ზოგიერთი კვლევის თანახმად, სიკვდილიანობის დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4 ათასს მიაღწიოს.

ჯონსონის დაპირებით, 2 დეკემბრის შემდეგ შემზღუდავი ზომები შერბილდება და ქვეყანა ადგილობრივი შეზღუდვების რეჟიმს დაუბრუნდება, როდესაც ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლის ზომები ადგილებზე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესაბამისად დაწესდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close