საფრანგეთში კომენდანტის საათი კიდევ 38 რეგიონში გამოცხადდა
საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 41 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 162 ადამიანი ემსხვერპლა.
საფრანგეთის ხელისუფლებამ კოვიდ-19-ის შემთხვევების მატების გამო 22 ოქტომბრიდან კომენდანტის საათი კიდევ 38 რეგიონში გამოაცხადა.
შეზღუდვები 46 მილიონ ადამიანს შეეხება. მათ 21:00 საათიდან 06:00 საათამდე სახლიდან გასვლას აუკრძალავენ (გამონაკლისი შემთხვევების გარდა). კანონდამრღვევი პირი 135 ევროთი დაჯარიმდება.
„კორონავირუსის მეორე ტალღა საფრანგეთსა და ევროპაშია. სიტუაცია საგანგაშოა. მომდევნო რამდენიმე კვირა რთული იქნება, გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა..
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზსა და რამდენიმე დიდ ქალაქში კომენდანტის საათი 17 ოქტომბრიდან მოქმედებს.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები