მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

რუსეთში დათვმა მოკლა ცირკის თანამშრომელი, რომელიც პირბადის გამო ვერ იცნო

რუსეთში დათვმა მოკლა ცირკის თანამშრომელი, რომელსაც გალიაში შესვლამდე პირბადის მოხსნა დაავიწყდა.

კარგად გაწვრთნილმა დათვმა 28 წლის ვალენტინ ბულიჩი, სავარაუდოდ, ვერ იცნო და თავს დაესხა, – ამის შესახებ ინფორმაციას LadBible-ი, მოსკოვის სახელმწიფო ცირკის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სასტიკი თავდასხმის შედეგად დათვმა სახელად იაშამ კაცს სკალპი ახადა.

ცირკის თანამშრომლებმა დასახიჩრებული კაცი გალიიდან გამოიყვანეს, თუმცა დათვის მიერ მიყენებული დაზიანებების შემდეგ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც განცხადებაში რუსულ წყაროზე დაყრდნობითაა ნათქვამი, ვალენტინი გალიაში, ჩვეულებრივ, დასალაგებლად შევიდა და კარები ჩაკეტა, რომ დათვს გაქცევა არ შესძლებოდა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close