ქართველები უცხოეთში

ემიგრანტი ქალი, რომელიც მშვილდოსნობაში საბერძნეთის ოქროს მედალოსანია და ათენში თავისი ART-მაღაზია აქვს (ვიდეო)

მაია სააკაძე ათენში მცხოვრები ქართველი ხელოვანია, ლითონის სამკაულების ოსტატი. გარდა ხელოვნებისა, ის სპორტშიც წარმატებული აღმოჩნდა – მშვილდოსნობაში საბერძნეთის ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.

იგი დაიბადა და გაიზარდა ბოლნისის რაიონში. დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი „ინჟინერ-ტექნოლოგის“ სპეციალობით. პატარაობიდან უყვარდა ხელსაქმე და სამკაულების დამზადება. საბერძნეთში 23 წელია ცხოვრობს. მიუხედავად რთული პირობებისა, მიზნისკენ სწორი სვლით უამრავ წარმატებას მიაღწია. დაამთავრა ათენის  ოქრომჭედლობის სკოლა, დღეს კი დაგროვილ გამოცდილებას სხვებს უზიარებს.

მაია სააკაძემ ცოტა ხნის წინ ათენის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში მაღაზია-სახელოსნო MaiaArt გახსნა და ამით აასრულა საბერძნეთში მყოფი ბევრი ემიგრანტი ქალის ოცნებაც. მის ნამუშევრებთან ერთად სალონში სხვა ქართველი ქალბატონების ხელნაკეთი სამკაულებიც იწონებენ თავს.

უკავშირდება თუ არა ხელოვანის სამომავლო გეგმები საქართველოს და როდის იხილავენ მის ნამუშევრებს სამშობლოში – ნახეთ „ქართული კვირის“ ვიდეობლოგი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close