მოგზაურობაnews

„ვიზეარმა“ ქუთაისის აეროპორტიდან რიგის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები განაახლა

6-თვიანი პაუზის შემდეგ რიგა-ქუთაისი-რიგის მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ლატვიის დედაქალაქიდან 108 მგზავრი ჩამოფრინდა.

„აქედან 96 საერთაშორისო ვიზიტორი იყო, დანარჩენი კი – საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ორგანიზებულად საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. მგზავრებს, რომლებიც ჩამოფრინდნენ რიგიდან და რიგაში გაფრინდნენ, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ევროპის უმსხვილესი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ პირველ ეტაპზე ფრენებს მხოლოდ რიგა-ქუთაისის-რიგის საჰაერო ხაზზე შეასრულებს, კვირაში ერთი სიხშირით. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ განმარტავენ, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მზად არის, რეგულარული ავიარეისების მიღება კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში დაწესებული ყველა წესის სრული დაცვით განაახლოს.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close