ტრაგედია ქობულეთში: მე-4 კლასელი ბავშვი გარდაცვლილი ნახეს – რას ჰყვებიან მეზობლები?
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, არასრულწლოვანი ტრაქტორის მისაბმელზე თოკით ჩამომხრჩვალი ნახეს.
„მთელი სოფელი ვგლოვობთ. ძალიან კარგი ბავშვი იყო, მეოთხე კლასში სწავლობდა, კარგი მოსწავლე და ძალიან ზრდილობიანი. რა მოხდა, ვერ გეტყვით. როგორც ვიცი, ოჯახში კონფლიქტი არ ჰქონდათ, ჩხუბის ხმა და აყალმაყალი არასოდეს გაგვიგონია.
დეტალები არ ვიცი, მაგრამ როგორც სხვა მეზობლებიდან გავიგე, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაუნახავთ ველოსიპედით. ერთ-ერთი თანასოფლელისთვის წყალი უთხოვია, დამალევინეო.
მერე რა მოხდა, არ ვიცი. სხვადასხვა ვერსიებია. ისიც თქვეს, თავი მოიკლაო, არის მეორე ვერსია, თამაშობდა ტრაქტორის მისაბელზე, თოკებში გაიხლართა და თავი ვეღარ დაიხსნაო. არ ვიცი. სხვა ბავშვებს უპოვიათ, როგორც მითხრეს“, – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთი მეზობელი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
primetime.ge
კომენტარები