ქართველები უცხოეთში

ქეთა თოფურია შვილს ელოდება?

როგორც ჩანს, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქეთა თოფურია ორსულად არის, საფუძველს არაა მოკლებული.

შეგახსენებთ, რომ ის და ლევ დენგოვი ოფიციალური წყვილია და შესაძლოა მალე მათი ქორწილიც ვიხილოთ. მოარული ხმებით, ბოლო დროს ფოტოებში ქეთას ფართო კაბები იმაზე მიუთითებს, რომ მომღერალი შვილს ელოდება.

თუკი ეს მართალია, ეს „ა სტუდიოს“ სოლისტისთვის მეორე შვილი იქნება. მას პირველი ქორწინებიდან ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან 5 წლის ქალიშვილი ჰყავს – ოლივია.

ახლახან ქეთამ გამოაქვეყნა ფოტო და ვიდეო, სადაც ძალიან დიდი ზომის ქურთუკი აცვია და მუცელს მალავს. ინსტაგრამზე ბევრ მის გამომწერს გაუჩნდა კითხვა, ხომ არ არის მომღერალი ორსულად.

თავად ქეთა ამ კითხვებს უპასუხოდ ტოვებს და მხოლოდ იმას წერს, რომ მალე „ა სტუდიო“ თაყვანისმცემლებს ახალი კლიპით გაახარებს სიმღერაზე „სე ლა ვი“. ვიდეოს გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს, სადაც ქეთას შესანიშნავი იმიჯი და ძალიან გრძელი თმა აქვს.

წყარო: fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close