fbpx
კრიმინალიმსოფლიოპოლიტიკა

„შპიგელი“: გერმანიის კანცლერმა ნავალნი ბერლინის კლინიკაში მოინახულა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სრულიად საიდუმლოდ მოინახულა რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკა „შარიტეში“. ამის თაობაზე გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს.

ჟურნალისტების თქმით, ასეთი უჩვეულო ჟესტით მერკელს სურდა ოპოზიციონერისთვის გერმანიის მთავრობის სოლიდარობა გამოეცხადებინა. სხვა დეტალების შესახებ „შპიგელი“ არ იტყობინება.

„შარიტეში“ ნავალნიმ სულ 32 დღე დაყო, მათგან ორი კვირა ის ხელოვნურ კომაში იყო.

22 სექტემბერს რუსი ოპოზიციონერი „შარიტედან“ გაწერეს და ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის გერმანიაში.

გერმანიის ბუნდსვერის ლაბორატორიასთან ერთად ორმა სხვა დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ნავალნის ორგანიზმში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტის კვალს მიაგნეს.

ევროკავშირმა და აშშ-მა მოუწოდეს რუსეთს, გამოიძიოს ნავალნიზე თავდასხმა. რუსეთი თვლის, რომ არ არსებობს საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის, რადგან რუსეთში ნავალნისგან აღებული ანალიზებით შხამის კვალი არ დადგინდა.

წყარო: radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close